1 5 : 3 3
 | 

ბიზნესი

საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

2017 წლის, 3 ივლისს საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა წყარომ,  განაცხადა, რომ ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო („საქართველოს ბანკის ჯგუფი“ - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის („საქართველოს კაპიტალი“ - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებენ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი. 

„ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება, ბიზნესებს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში, დამატებით შესაძლებლობას  მისცემს მეტი მოქნილობით მართონ საკუთარი რესურსები და მისდიონ საკუთარ სტრატეგიას. „ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, პროცესის დასრულების შემდეგ, 19.9% იქნება, ნაცვლად, 2017 წლის ივლისში გამოცხადებული, 9.9%-ისა. ამასთანავე, ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად „საქართველოს კაპიტალს“ შეეზღუდება ხმის მიცემის უფლება და „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ დანარჩენი აქციონერები განსაზღვრავენ თუ როგორ მისცეს „საქართველოს კაპიტალმა“ ხმა აქციონერთა კრებაზე. „საქართველოს კაპიტალი“ ხმის უფლებას დაიბრუნებს „საქართველოს ბანკში“ მისი წილის 9.9%-მდე შემცირების შემდეგ. ორივე კომპანიას - „საქართველოს კაპიტალს“ და „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ ეყოლებათ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. 

აღსანიშანვია, რომ „ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, პროცესის დასრულების შემდეგ, იყოს 19.9%, ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს როგორიც არის - კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საინვესტიციო კომპანიის მოსალოდნელი საბაზრო კაპიტალიზაცია, მხარი დაუჭიროს ფუტსი (FTSE) 250 უმსხვილეს კომპანიებს შორის განთავსების შესაძლებლობას და საფონდო ბირჟაზე ლიკვიდობის მაღალ მაჩვენებელს. 

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კი კვლავინდებურად შესთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზინგს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში. 

*„საქართველოს კაპიტალი“-ი მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), 100%-ს კომპანია „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), 100%-ს კომპანია „m2 უძრავი ქონება“, 76% წილს „თელიანი ველი“-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:35

    „Oracle-ს დღე საქართველოში“ - იგრძენით და გამოსცად...

    ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია „Oracle“-ს თანამედროვე და ინოვიაციური ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით 21 თებერვალს, „Oracle-ს დღე საქართველოში“ (Oracle Day in Georgia) ფარგლებში გაიმართება ბიზნესკ...

  • 15:03

    აქსისის ახალ პროექტში - აქსისპალასი საირმეზე შიდა ...

    დეველოპერული კომპანია აქსისი ბაზარზე ინოვაციებითა და სიახლეებით გამოირჩევა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნები და  სწორედ ამიტომ შეიმუშავა გადახდის დამატებითი პირობა...

  • 14:03

    7 მარტს მსოფლიოში აღიარებული არტისტის, R&B-ს, ფანკ...

    SOLO და კომპანია „გაერთე ივენთსი“, „m|group“-ის მხარდაჭერით -  7 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) წარმოგიდგენთ - Jocelyn Brown-ის კონცერტს.  არტისტი მსოფლიოში აღიარებული, R...

  • 17:30

    აფბა ზურაბ ალავიძეს მიმართავს - დაუყონებლივ შეცვალ...

    "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ მოუწოდებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრ ზურაბ ალავიძეს, რომ დაუყონებლივ შეცვალოს მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტუ...

  • 16:53

    ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასა...

    15 თებერვალს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი. სასამართლოში დასრულდა წე...

  • 11:58

    პროექტ „12“-ის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტებმა პეტ...

    თიბისი ბანკის პროექტ „12“-ის ფარგლებში, ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. წელს, პროექტი „12“, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნ...

  • 11:47

    თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში...

    თიბისი ბანკი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს აგროფორუმებში მონაწილეობას სთავაზობს. პირველი ასეთი ფორუმი კახეთში, კერძოდ თელავში უკვე გაიმართა, სადაც აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა მეცხ...