0 3 : 3 2
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკი ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს

თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ  პროდუქტს - სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს.

თიბისი ბანკი  პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.

სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად. პროდუქტით სარგებლობისას,  ყურადღება ექცევა საპროგნოზო შემოსავლებს, რომელსაც ფერმერი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებს.

თიბისი ბანკი  ფერმერებს სტარტაპ აგროსესხით სარგებლობისას გრძელვდიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. საშეღავათო პერიოდი სხვადასხვა დარგისთვის განსხვავებულია და განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ განხორცილებულმა ინვესტიციებმა ეკონომიკური სარგებლის მოტანა დაიწყოს. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელი არ ახორცილებს აღებული სესხის ძირი თანხების დაფარვას.

სტარტაპ აგროსესხის მინიმალური მოცულობა 20,000 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 500,000 აშშ დოლარის ექვივალეტი ლარში. სესხის აღება შესაძლებელია როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. სესხის მაქსიმალური ვადაა 7 წელი.

იმისათვის რომ ფერმერმა შეძლოს პროდუქტით სარგებლობა, მას უნდა  გააჩნდეს გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის იმ კონკრეტულ დარგში, რომელშიც აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. ამავდროულად, პროექტში თანამონაწილეობა, პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 

ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით აღებული კრედიტები შესაძლებელია გაიცეს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში და მსესხებლი მიიღებს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან.

თიბისი ბანკი ფერმერებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. თიბისი ბანკის აგრო-საინვესტიციო სესხით სარგებლობა უკვე შესაძლებელია ვაზის სხვადასხვა ჯიშის გასაშენებლად. კახეთისთვის ვაზის ეს ჯიშებია: მიკროზონების საფერავი, ხიხვი და ქისი. შიდა ქართლისათვის - გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, თეთრი ბუდეშური. იმერეთისათვის - ოცხანური საფერე, კრახურა, ცოლიკაური. სამეგრელოსთვის - ოჯალეში, გურია აჭარისათვის - ჩხავერი, ხოლო რაჭისათვის ალექსანდროული და მუჯურეთული.

ფერმერები ვაზის გასაშენებლად ისარგებლებენ იმავე პირობებით, რაც აგრო-საინვესტიციო სესხის ფარგლებში მოქმედებს, კერძოდ, მოითხოვება გამოცდილება და მიწის საკუთრებაში ფლობა.

თიბისი ბანკის ახალი აგრო პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებლელია თიბისი ბანკის ფილიალებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები