1 4 : 1 2
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO Lunch Tbilisi გაიმართა

27 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CEO Lunch Tbilisi-ის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარი საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან. 

CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში  აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიები არიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia, ხოლო მხარდამჭერი - პაშა ბანკი 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები.  ეკატერინე მიქაბაძემ, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც მიმოიხილა საქართვველოს ეკონომინიკური მონაცემები და ისაუბრა საგადასახადო პოლიტიკაზე და სხვა მნიშვნელოვან  საკითხებზე. 

პაშა ბანკის ფინანსურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ჩინგიზ აბდულაევმა დამსწრეებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა პაშა ბანკის პროექტები და ხაზი გაუსვა CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოვებისთვის. 

დამსწრეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები სასიკეთოდ წაადგება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და კონტაქტების დამყარებას. 

აქვე Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა დააანონსა რიგით მეხუთე საერთაშორისო ღონისძიება  „Caspian Energy Forum“, რომელიც 2018 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება. აღნიშნული ფორუმის საორგანიზაციო ნაწილს გაუძღვებიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia. 

CEO Lunch Tbilisi-ის წლის ბოლო, რიგით მესამე შეხვედრა, 24 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:34

    QAFE- ნატურალური მწვანე ყავა, რომელიც ხელს უწყობ...

    კომპანია QNET-ი, რომელიც უმსხვილესი აზიური კომპანიაა, გთავაზობთ 100%-იან ნატურალურ მწვანე ყავას, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტური შედეგი მიიღოთ უმოკლეს დროში და გამოიყურებოდეთ შესანიშნავად. Qafé-ს მწვან...

  • 11:08

    „სტარტაპ დაზღვევა“ - თიბისი დაზღვევის და სტარტაპ...

    თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს. დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ&...

  • 10:43

    გალფის ორგანიზებით, საქართველოში საწვავის მსოფლიო ...

    „საწვავის მსოფლიო დღე“ სუფთა გარემოსთვის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას მიეძღვნება   17 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, საწვავის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით...

  • 13:19

    ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა!...

    კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.   ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს...

  • 13:16

    თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინ...

    საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა კორპორატიული სეგმენტისთვის.  ამ ნომინა...

  • 13:11

    საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმარ...

    თბილისი, 13 ნოემბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს- „საქართველოში 2018 წლის საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურება“, მიღების თაობაზე. ხსენე...

  • 12:50

    ქალაქ რუსთავის სოციალური სამსახური (მერია) მზადაა ...

    სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრნენ ...