1 4 : 1 2
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა საერთაშორისო პარტნიორებისგან 106.5 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

თიბისი ბანკმა ხელი მოაწერა 106.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხის ხელშეკრულებებს ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ("FMO").  

ეს არის თიბისი ბანკის გრძელვადიანი პარტნიორის, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის ("FMO") მიერ ორგანიზებული სინდიცირებული სესხის მეორე ხელშეკრულება. სასესხო პროდუქტიOPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) ერთად სინდიცირებით შეიქმნა. ტრანზაქციის სხვა მონაწილეები ასეევ არიან: Symbiotics, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ობლიგაციების პლატფორმის საშუალებით (MSME Bond Platform) ოპერირებს; Atlantic Forfaitierungs AG; London Forfaiting Company Limited და სხვა  ინსტიტუციონალური ინვესტორები, ჯამურად 56,5 მლნ აშშ დოლარის პორტფელით. 

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) რესურსი თიბისი ბანკს საშუალებას აძლევს, მეტად ჩაერთოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) დაფინანსებაში,ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წილი კი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავაჭრო დაფინანსების პროექტების განხორციელებას. 

“გვეამაყება, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ("FMO"), ასევე ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) და სინდიკატის სხვა მონაწილეებთან. დაფინანსების მოცულობა ცალსახად მიუთითებს ჩვენი პირველი სინდიცირებული სესხის წარმატებაზე  და  პარტნიორობაზე. ეს დიდი მოცულობის სესხი თიბისი ბანკს დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) საინვესტიციო დირექტორმა ლინდა ბრუქჰოიზენმა აღნიშნა: „FMO ამაყია, რომ გასცა ეს ინოვაციური სინდიცირებული საკრედიტო ხაზი თიბისი ბანკისთვის, რომლის საშუალებითაც ახალი ინვესტორები შემოვიდნენ საქართველოში.. სესხი თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს განაგრძოს ზრდა და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში“. 

ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) გენერალურმა დირექტორმა სულეიმან ჯეი ალ-ჰერბიშმა განაცხადა: “ქვეყნის ფინანსური სექტორი ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის გარანტია; მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიღარიბის დაძლევისა და განვითრებისთვის. ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (OFID) იკისრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ვალდებულება. ფინანსური რესურსების განაწილება ისეთი ფინანსური შუამავლის მეშვეობით, როგორიცაა თიბისი ბანკი, ზრდის ჩვენი საქმიანობის არეალს და გავლენას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. სასესხო ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში მსოფლიო მასშტაბით.” 

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) მიზანია, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მდგრადი კერძო სექტორის ხელშეწყობა. მისი საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 9 მილიარდ ევროს, რაც მას განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის ხელშეწყობაზე ორიენტურებულ ერთ-ერთ უმსხვილეს  ევროპულ ბანკად აქცევს. 

OFID არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ 1976 წელს დაარსებული განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მიზანია ასევე განვითარებადი ქვეყნების დახმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:34

    QAFE- ნატურალური მწვანე ყავა, რომელიც ხელს უწყობ...

    კომპანია QNET-ი, რომელიც უმსხვილესი აზიური კომპანიაა, გთავაზობთ 100%-იან ნატურალურ მწვანე ყავას, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტური შედეგი მიიღოთ უმოკლეს დროში და გამოიყურებოდეთ შესანიშნავად. Qafé-ს მწვან...

  • 11:08

    „სტარტაპ დაზღვევა“ - თიბისი დაზღვევის და სტარტაპ...

    თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს. დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ&...

  • 10:43

    გალფის ორგანიზებით, საქართველოში საწვავის მსოფლიო ...

    „საწვავის მსოფლიო დღე“ სუფთა გარემოსთვის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას მიეძღვნება   17 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, საწვავის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით...

  • 13:19

    ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა!...

    კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.   ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს...

  • 13:16

    თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინ...

    საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა კორპორატიული სეგმენტისთვის.  ამ ნომინა...

  • 13:11

    საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმარ...

    თბილისი, 13 ნოემბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს- „საქართველოში 2018 წლის საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურება“, მიღების თაობაზე. ხსენე...

  • 12:50

    ქალაქ რუსთავის სოციალური სამსახური (მერია) მზადაა ...

    სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრნენ ...