1 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მილიარდერი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და 15 დოლარიან მაჯის საათს ატარებს


    მას არავინ იცნობს, ის არც ერთ რეიტინგში არ ფიგურირებს და „ფორბსის” მილიარდერების გვერდით მას ვერ იხილავთ. არადა, მისი კაპიტალი 7,5 მილიარდი ამერიკული დოლარია.   ის მაღაზიათა გლობალური ქსელის „დიუთი ფრის” დამფუძნებელი და ყველაზე დიდი ქველმოქმედია ქველმოქმედთა შორის.  

   Duty Free-ის დამაარსებლის, 84 წლის მილიარდერი ჩაკ ფინის ”აღმოჩენა” იოლი საქმე მართლაც არ იყო, რადგან მას არ აქვს საკუთარი სახლი, არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხშირად მგზავრობს მეტროთი, ზოგჯერ ტაქსითაც, არასდროს მჯდარა ბიზნეს კლასში, მდიდრულ და ელიტრულ რესტორნებს პატარა, მყუდრო საკვებ ობიექტებს ამჯობინებს, მის გარდერობში არ მოიძებნება არცერთი ცნობილი დიზაინერის სამოსი, მისი საყვარელი მაჯის საათი კი არც მეტი, არც ნაკლები 15 დოლარი ღირს.

  „ფინი იდეალური პიროვნებაა, რომელსაც უნდა მიბაძო. ის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სიკეთის კეთება სიცოცხლეშიც. ეს ადამიანი არ ელოდება სიკვდილს, რათა გაიღოს ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის“, - ასე ახასიათებს ჩაკს ბილ გეითსი.

   ფინი საკმაოდ მომჭირნედ მცხოვრები ოჯახის  შვილი იყო, ის მათ დასახმარებლად ხან ქუჩებს თოვლისგან წმენდდა, ხანაც მდელოებს კრეჭდა, ყველაზე ხშირად კი გოლფის მოთამაშეთათვის ჯოხებისა და ბურთების მიმწოდებლად მუშაობდა და იმითაც განსაკუთრებით ამაყობდა, რომ ერთი ბურთიც კი არასდროს დაუკარგავს. 
  
   მოგვიანებით, ფინმა კორნელის უნივერსიტეტში სასტუმრო ბიზნესი შეისწავლა და მოგვიანებით, როცა უკვე საკმაოდ გამდიდრდა და საკუთარი ფულის ქველმოქმედებაზე ხარჯვა დაიწყო.

  ჩაკ ფინმა ბიზნესი ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობით დაიწყო, მერე კი საქმიან პარტნიორ ბობ მილერთან ერთად ჰონოლულუსა და ჰონკონგში მაღაზიები გახსნა და ტურისტებისთვის სუვენიერის, სამკაულებისა და სუნამოების გაყიდვა დაიწყო. ასე გაჩნდა ბიზნესი Duty Free Shoppers, რომელმაც დროის მოკლე მონაკვეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიპყრო. 1964 წელს კომპანია უკვე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 200-ზე მეტი თანამშრომელს ითვლიდა. შემდგომი ათი წლის განმავლობაში მისი შემოსავალი 12 ათასიდან 12 მილიონ დოლარამდე, კიდევ ათი წლის შემდეგ კი უკვე 334 მილიონამდეც გაიზარდა. 

  ამბობენ, რომ ჰოლივუდში ჩაკ ფინის ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ და ამ პროექტის განხორციელებით თვით ჯორჯ კლუნია დაინტერესებული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები