1 8 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბაზარზე ავტოლიზინგისა და ავტოლომბარდის ახალი ბრენდი „ტურბო“ დაფუძნდა და პირველი ფილიალი გახსნა

თბილისი, 6 სექტემბერი, 2017  – „საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ (GLC) განაცხადა მისი ახალი ბრენდის - „ტურბოს“ პირველი ფილიალის გახსნის შესახებ. ფილიალი თბილისში, წერეთლის გამზ. 71-ში მდებარეობს.  „ტურბო“ მომხმარებელს სთავაზობს თანხის მიღების მარტივ გზასა და მეორადი ან ახალი ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფ პროცედურას, ავტოლომბარდისა და ავტოლიზინგის მეშვეობით. „ტურბოს“ ავტოლიზინგი და ავტოლომბარდი ბაზარზე საუკეთესო პირობებით გამოირჩევა და ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

მას ვისაც ჭირდება თანხა მეორადი ან ახალი ავტომობილის შესაძენად, შეუძლია მიმართოს „ტურბოს“ ავტოლიზინგით მომსახურებისთვის. „ტურბოს“ ავტოლიზინგი გამოირჩევა: ხელმისაწვდომობით, მარტივი და სწრაფი პროცედურითა და დაბალი პროცენტით. განაცხადის შევსება ონლაინ არის შესაძლებელი, მანქანის შეფასებისთვის კი მომხმარებელი შემდგომ მოდის. ამასთან, არ მოითხოვება საკრედიტო ისტორიის გადამოწმება და საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა.

მას ვისაც უკვე ყავს ავტომობილი და სჭირდება თანხა, ასევე შეუძლია მიმართოს „ტურბოს“. აღნიშნული თანხის უზრუნველყოფა მომხმარებლისავე ავტომობილი იქნება, რომლითაც ის სარგებლობას შეუფერხებლად გააგრძელებს. „ტურბოს“ ავტოლომბარდი ასევე გამოირჩევა ხელმისაწვოდმობითა  და მარტივი და სწრაფი პროცედურით. „ტურბოში“ მომხმარებელი უფრო მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე სხვაგან. ამასთან, არ მოითხოვება საკრედიტო ისტორიის გადამოწმება და საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა. მომხმარებელი ონლაინ ავსებს განაცხადს და შემდგომ მოყავს მანქანა შესაფასებლად.

ავტოლიზინგისა და ავტოლომბარდის ყოველთვიური გადასახდელების დაფარვა მომხმარებელს ინტერნეტ ბანკით და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. „ტურბოს“ პროდუქტებით სარგებლობისას მომხმარებელს გადაეცემა „სოკარის“ ბარათი, რომლითაც ბენზინზე 15 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები