0 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფერეროს ჯგუფი წარმოგიდგენთ VII კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიშს

19 ივნისს, 17:00 საათზე საქართველოში იტალიის ელჩის რეზიდენციაში (ჯორბენაძის ქ., #9, ავლაბარი), ფერეროს ჯგუფი წარმოგიდგენთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მეშვიდე ანგარიშს, საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე აქცენტირებით.

ღონისძიებას მასპინძლობს მისი აღმატებულება იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი. ანგარიშს წარმოგიდგენენ მისი აღმატებულება ელჩი, Ferrero Group-ის ვიცე-პრეზიდენტი, ფრანჩესკო პაოლო ფულჩი და Ferrero International-ის სტრატეგიული ბიზნეს ერთეულების უფროსი საოპერაციო ოფიცერი ალდო უვა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ანგარიში სტრუქტურირებულია ორ განზომილებად, სახელწოდებით ადამიანი (მომხმარებლები, თანამშრომლები, ადგილობრივი თემები) და პლანეტა (მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები და ძალისხმევა გარემოზე ზემოქმედების შემცირებისათვის). ანგარიში მომზადდა გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე. მთლიანი ანგარიშის დამოუკიდებელი განხილვა განხორციელდა Deloitte & Touche Spa-სმიერ. ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე www.ferrerocsr.com.

ჯგუფის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ხარისხის, ინოვაციის, ადამიანებზე ზრუნვის, გამჭვირვალე კომუნიკაციის, ადგილობრივი თემების მხარდაჭერის, ახალგაზრდების აქტიური ცხოვრების, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის და გარემოს დაცვის კომბინაცია.

Ferrero Group-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO), ჯიოვანი ფერერო, ანგარიშის შესავალში ადასტურებს ჯგუფის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხედვის სიმტკიცეს, ხაზს უსვამს რა ახალ მნიშვნელოვან მიღწევებს ამ მიმართულებით და განმარტავს: "ის, რომ გლობალური ჯგუფი ვართ, არ გვიშლის ხელს, ვიმოქმედოთ ადგილობრივად. ამით ჩვენ ვინარჩუნებთ ძლიერ კავშირს იმ ხალხთან და ადგილთან, სადაც ვმუშაობთ".

Ferrero Group უკვე 10 წელია წარმოდგენილია საქართველოში მისი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის Agri Georgia-ს სახით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა თხილის ადგილობრივ ბაზარზე. ამჟამად, Agri Georgia წარმადობას განაპირობებს 5 ფერმისგან 4100 ჰექტარი მიწით, რომელთაგან 3500 ჰექტარი მუშავდება, 2 სანერგისგან და სატეხ-საშრობი საწარმოსგან. Agri Georgia-ს გრძელვადიანი ხედვა ასახულია მდგრადი განვითარების რამდენიმე აქტივობაში, რომლებიც მორგებულია სექტორის ადგილობრივ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

ფერეროს ისტორია დაიწყო 1946 წელს, იტალიის პატარა ქალაქ ალბაში, პიემონტში. დღეს, როდესაც მისი კონსოლიდირებული ბრუნვა 10 მილიარდ ევროს აღემატება, ფერერო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია საკონდიტრო სექტორში და მესამე ჯგუფია მსოფლიოში შოკოლადის საკონდიტრო ნაწარმის ბაზარზე.

ამჟამად, ფერეროს ჯგუფი წარმოდგენილია 41,000 თანამშრომლით 53 ქვეყანაში; მას მსოფლიოში აქვს 23 საწარმო, რომელთაგან 3 მიკელე ფერეროს სამეწარმეო პროექტის ნაწილია აფრიკასა და აზიაში. გარდა ამისა, 2015 წლის დასაწყისში, ჯგუფმა შექმნა ფერეროს თხილის კომპანია (HCo), რომელიც აერთიანებს 6 სასოფლო-სამეურნეო კომპანიას და 8 საწარმოს.

Nutella, Ferrero Rocher, Raffaello, Tic Tac და Kinder-ის ხაზი (Kinder Surprise, Kinder Joy, Kinder Bueno, Kinder Chocolate, Kinder Milk Slice, Kinder Pingui, Kinder Delice) ფერეროს პროდუქტებია, რომლებსაც მომხმარებელი კარგად იცნობს და ძალიან უყვარს და რომლებიც იყიდება 170-ზე მეტ ქვეყანაში; ეს პროდუქტები გახდა კოლექტიური მეხსიერებისა და ტრადიციის ნაწილი მრავალ ქვეყანაში მრავალი თაობისთვის და ხშირად კულტურულ კერპადაც კი ითვლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები