1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ინციდენტი მოხდა დღეს საღამოს „აქსისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე. გარეშე პირი, რომელიც ცდილობდა დაცულ ტერიტორიაზე შესვლას, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის წარმომადგენელს, დაუსხლტა მას და მაღალსართულიანი მშენებლობის ზედა ნაწილისკენ გაიქცა.

თვითმხილველთა თქმით, გარეშე პირი იმყოფებოდა ძლიერი თრობის ქვეშ.

ტერიტორიის დაცვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მოქალაქის მაღალი სართულის მოაჯირიდან დაშორიშორება და  ჩამოყვანა. საპატულო პოლიციის მიერ იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.

მიმდინარეობს ინციდენტის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კომპანია „აქსისი“ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა სიმართლესთან შეუსაბამო ინფრომაცია, კერძოდ, რომ „აქსისის“ მშენებარე ობიექტიდან კომპანიის მუშა ცდილობდა გადმოხტომას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომხდარ ინცინდეტში მონაწილე პირი არასდროს ყოფილა „აქსისის“ არც პირდაპირ დაქირავებული სპეციალისტი და არც ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომელი.

„აქსისი“ სინანულს გამოთქვამს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო და იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე განცხადების გავრცელებისთანავე, მედია მკითხველს, მსმენელს თუ მაყურებელს რეალურ ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები