0 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

21-დან 2 ივნისს ჩათვლით თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართება

ჩამოტვირთვა

31 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წითელ დარბაზში საბალეტო ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოჰანეს დაუმა. თბილისის საბალეტო ფესტივალი 21 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დაიხურება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული საბალეტო დასები, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები. მისამართი: რუსთაველის გამზ. 25 / ოპერის თეატრის ცენტრალური შესასვლელი საკონტაქტო პირი: თამარ მოდებაძე 577 14 00 08

კომენტარები

მსგავსი სიახლეები