0 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"iPhone+"-ის დამფუძნებელის მამუკა მარღიშვილის სპეციალური ბრიფინგი

ჩამოტვირთვა

iPhone+-ის მამუკა მარღიშვილის განცხადებით ვალერიან ცერცვაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამარლოს თანამდებობიდან გადადგომა არის წინასწარ გათვლილი სცენარი. მარღიშვილი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნასაც ეხმაურება. როგორც iPhone+-ის დამფუძნებელი აღნიშნა ვალერიან ცერცვაძე და მიხეილ ჩინჩალაძე მეგობრები არიან და სასამართლოში პოზიტიური ცვლილების მოლოდინი არ აქვს. 

“თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად, შპს “აიტექნიკის“ ფაქტობრივი მფობელი ვალერიან ცერცვაძე ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე გადადგა. 

ვალერიან ცერცვაძეს და მის გარემოცვას საზოგადოება დაბალი ინტელექტის მქონე პრიმიტიული მასა ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ მარტივად შეძლებენ საზოგადოების გააბრიყვებას. 

ყველამ დავინახეთ რომ, ცერცვაძის გადადგომა და ჩინჩალაძის დანიშვნა სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე არის უნიჭოდ დადგმული სცენარი. მიხეილ ჩინჩალაძე არის ვალერიან ცერცვაძის უახლოესი მეგობარი. არავისთვის არის უცხო, რომ ცერცვაძე, ჩინჩალაძე, ვალერიან გავაშელი და მურუსიძე რომ უახლოესი მეგობრები არიან. 

ფაქტია, გარიგდნენ და ვალერიან ცერცვაძის მიერ  3 თვით ადრე  თანამდებობის დათმობის სანაცვლოდ სურთ ჩვენი ბიზნესი ჯგუფურად მიითვისონ. 

ამ დრომდე თუ ვალერიან ცერცვაძე ჩვენს წინააღმდეგ ღიად მოქმედებდა, ახლა ცერცვაძეს უნდა, რომ შეფარულად იმოქმედოს და წაგვართვას ჩვენს მიერ შექმნილი. 

როგორც აღმოჩნდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვადა ორ კვირაში ეწურება და ცერცვაძეს თავისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა ბოლომდე, რომ მიეყვანა, სამი თვის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები, დიდი ალბათობით, აღარ აირჩევდნენ მიხეილ ჩინჩალაძეს და ამიტომაც ვალერიან ცერცვაძემ იჩქარა გადადგომა. ამით ცერცვაძემ ხელი შეუწყო მისი მეგობრის მიხეილ ჩინჩალაძის 5 წლიანი ვადით ყოფნას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ”, - აცხადებს მამუკა მარღიშვილი. 

მისივე განცხადებით iPhone+-ი სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე მრავალსერიან ფილმს გადაიღებს.  

“ივლისიდან ვიწყებთ მრავალსერიანი ფილმის გადაღებას, ნამდვილი ამბავი ფილმად, სადაც სრული პროცესი იქნება გადაღებული. ზუსტად ისე და იგივე შინაარსით, შესაძლოა ხმა ზუსტად ის დაედოს, რაც პროცესზეა ჩაწერილი, რომ მთელმა საზოგადოებამ მომავალში გაიაზროს და ნახოს თუ რა ხდება სასამართლოში, რა უსამართლობის და უსინდისობის ზეიმია. როდესაც მომავალში გვეყოლება პატიოსანი და პრინციპული მოსამართლეები, მაგალითად ამ ფილმს აიღებენ და ნახავენ თუ როგორი არ უნდა იყოს სასამართლო. ნათია შიოშვილის მსგავსი უღირსი მოსამართლეები ისტორიის სამარცხვინო სანაგვეზე უნდა იყვნენ მოსროლილნი იმისთვის, რომ მომავალში არავინ იფიქროს მსგავსი უსამართლობა.   

მამუკა მარღიშვილის განმარტებით ვალერიან ცერცვაძე რეალურად რჩება სასამართლოში ორ მნისვნელოვან პოზიციაზე, რაც მას საშუალებას მისცემს ზეწოლის ბერკეტი კვლავ ჰქონდეს მოსამართლეებზე. 

“ვალერიან ცერცვაძე რეალურად არსად წასულა, იგი რჩება სასამართლოში ორ უმაღლეს თანამდებობაზე,  სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარედ. ცერცვაძე მოსამართლეებს ასწავლის ჩვევების გამომუშავებას თუ როგორ უნდა იქცეოდეს მოსამართლე პროცესზე. თუ რა ჩვევები გამოიმუშავა მისმა დატრენინგებულმა მოსამართლე ნათია შიოშვილმა ყველამ ვნახეთ. ეს იყო - უპრინციპობა, უთავმოყვარეობა, მორჩილება, მონობა, უღირსობა და უსამართლობა. 

სასაამრთლოში არის საგანგაშო მდგომარეობა, ეს ადამიანები ფაქტობრივად “ხელი-ხელს ბანს” პრინციპით მუშაობენ, ერთმანეთს უკეთებენ ბინძურ საქმეებს, აქვთ საკუთარი დაუწერელი კანონები, არიან თბილად მომსხდარნი და “ძალა ერთობაშია” პრინციპით გააქვთ  ერთმანეთი იმისტვის, რომ თბილი ადგილი არ დაკარგონ. პორტირდებიან და ერგებიან ყველა ხელისუფლებას, მომავალ ხელისუფლებასაც მოერგებიან. 

მდგომარეობა კატასტროფული რომ არის სასამართლოში, მთლიანად ფულის კეთებაზეა გადასული სისტემა და არავის არაფრის არ ეშინიათ -  ფაქტობრივად სისტემური დეგრადაცია ხდება ამ ქვეყნის დემოკრატიისათვის. ეს დაადასტურა ნათია შიოშვილის უპრეცედენტოდ კომიკურმა გადაწყვეტილებამ, რაც პირდაპირ  დაყაჩაღებაა ბიზნესის და სამართალთან არ აქვს არანაირი კავშირი. 

 ძალზედ საგანგაშო მდგომარეობაა და მთავრობა და საზოგადოება დროულად უნდა გამოფხიზლდეს რომ ეს ჩაბინძურებული ინსტიტუტი გაიწმინდოს და ჩანაცვლდეს ღირსეული, პრინციპული, სამართლიანი, პატიოსანი  მოსამართლეებით.   

iPhone+-ის დამფუძნებელი ცერცვაძის საოჯახო ბიზნესს - “აიტექნიკსა” და iPhone+- სს შორის სასამართლო დავის დეტალებსაც შეეხო. 

“მოსამართლე ნათია  შიოშვილმა (მოსამართლე ბრჭყალებში - ავტ.), 18 დღეში ჩანიშნა 7 სხდომა, ანუ ყოველ 3-4 დღეში ნიშნავდა სხდომას.  პროცესი დაიწყო და დაასრულა 18 დღეში. შიოშვილი საეჭვოდ ჩქარობდა და ამჟამად გამოჩნდა რა სცენარი ქონია ცერცვაძეს ჩაფიქრებული და დღეს უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. 

გარდა ამისა მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ შიოშვილმა არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და არ  მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, თან კომიკური ისაა რომ წაიკითხა და რომ დაინახა მოთხოვნილი ზარალის შეფასებას აბათილებდა სამხარაულის დასკვნა აღარ მიიღო, შიოშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ აქამდე უნდა წარგედგინათ შუამდგომლობა და უკვე დაგვიანებულიაო, არადა იმ დღეს ორი სხვა შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  

შიოშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოების თვალის ასახვევად 3 სულელური ეპიზოდიდან ორი არ დაუკმაყოფილა, თუმცა მოსამართლის მიერ მომჩივანისთვის ერთი ეპიზოდის დაკმაყოფილებით 900 000 ლარი დაგვაკისრა წარმოუდგენელ სისულელეზე - ჩვენ დავარეგისტრირეთ დომეინი itechnics.ge 2011 წელს, ხოლო მაშინდელმა შპს “გრინ ეფლი ჯორჯიამ” ამჟამინდელმა, “აიტექნიკმა” ჩვენს შემდეგ დაარეგისტრირა მსგავის დომეინი და ეს დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით. 

დოკუმენტებში აშკარაა, რომ ჩვენს შემდეგ დაარეგისტრირეს მსგავსი დასახელების საიტი ერთი ასოს გამოკლებით და თურმე ჩვენ მსგავსი დასახელება, რომ გვქონდა ზიანს ვაყენებდით და თანაც ეს ყველაფერი 5 წლის შემდეგ გაახსენდათ.  

ეს არის  მართმლსაჯულების აუდიდესი სირცხვილი და საოცარი უსინდისობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი შედეგები, როგორც ამ გადაწყვეტილების მიმღები რეკეტიორებისთვის, რომელთაც მოსამართლეები ჰქვიათ და ასევე, ქვეყნისათვისაც, რაც სავალალოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”, - აცხადებს მამუკა მარღიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები