1 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბანკი, რომელიც სახლს ჰგავს, რებრენდინგის წელიწადს აღნიშნავს

არაფორმალური და შთაბეჭდილებებით სავსე სამუშაო დღე ჰქონდათ 23 მაისს ტერაბანკის თანამშრომლებს. ყველა ფილიალში, მათთვის მოულოდნელად კარი იღებოდა და მომხმარებლის ნაცვლად გენერალური დირექტორი და ბანკის მენეჯმენტი მათ რებრენდინგიდან გასულ წელიწადს ულოცავდა. საზეიმო განწყობას განსაკუთრებით აძლიერებდა ის გარემოება, რომ ტერაბანკის თითქმის ყველა ფილიალში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ბანკს 10 და მეტი წელია ემსახურებიან. ბანკის მენეჯმენტმა მათ პერსონალური საჩუქრები გადასცა და კოლეგების წინაშე ბანკისადმე გაწეული ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ტერაბანკის სახლის მსგავს, განსხვავებულ ფილიალს ეს ინტერიერი და გარემო კი არ ქმნის, რომელიც ბანკში მოსულ მომხმარებელს ხვდება, არამედ ის თანამშრომლები, რომლებიც აქ წლებია მუშაობენ. მათი ერთგულება ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანია, რადგან ისინი კარგად იცნობენ ჩვენს მომხმარებლებს, აქვთ მათთან მჭიდრო ურთიერთობა და ზრუნავენ, რომ ისინი მუდამ კმაყოფილნი დარჩნენ ტერაბანკის მომსახურებით. რებრენდინგიდან ერთი წლის განმავლობაში მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ფინანსური ოჯახის ღირსეული წევრები არიან“. - აცხადებს ბანკის გენერალური დირექტორი, თეა ლორთქიფანიძე.

შარშან 23 მაისს 17 წლიანი საბანკო მოღვაწეობის შემდეგ ტერაბანკი პირველად წარსდგა ბაზარზე ახალი სახელით და განსხვავებული კონცეფციის მომსახურებით. ერთადერთი სახლის მსგავსი ბანკი ბიზნესმენებსა და ფიზიკურ პირებს მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებას სახლის მსგავს, მყუდრო და კომფორტულ ფილიალებში სთავაზობს.

ტერა ლათინურად ნიადაგს, დედამიწას ნიშნავს, რაც იმას გულისხმობს, რომ ბანკი მიწაზე მყარად დგას და სტაბილურობით გამოიჩევა. მეორე მნიშვნელობით, კი, ტერა - დიდი ციფრის, წარმატებისა და დიდი სამომავლო გეგმების განსაზღვრებაა. სწორედ ამიტომ შეირჩა ბანკის ახალ სახელად - ტერაბანკი. მომხმარებელს კი, განსხვავებულმა და მყუდრო ბანკმა თავი თბილი - ჟოლოსფერითა და მწვანით დაამახსოვრა.

ჩემი ფინანსური სახლი - ტერაბანკი ამ სლოგანით არის ცნობილი და სახლის მყუდრო გარემო ყოველდღიურად ბევრ ახალ სტუმარსა და მომხმარებელს ელოდება. ამ ეტაპისთვის ბაზარზე არსებული ძველი ფილიალების ახალი კონცეფციით განახლება და ქსელის გაფართოება ახალი ფიალიალების დამატებით ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები