2 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომმა კავკასუს ონლაინის აქტივების შეძენის შემდგომ პირველი პროდუქტი დააანონსა

1 აგვისტოდან მაგთიკომი კავკასუს ონლაინისგან შეძენილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონიის და ჰოსტინგის მომსახურებას ეწევა.

ახლადშეძენილი და მანამდე  არსებული ბიზნეს-მიმართულებებით, მაგთიკომი კომუნიკაციისთვის საჭირო ყველა სერვისს უზრუნველყოფს. ეს კი კომპანიას საშუალებას აძლევს სხვადასხვა კომბინაციის შედეგად  მრავალფეროვანი პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებლებს. 

„ჩემები” პირველი ასეთი პროდუქტია, რომელიც ინტერნეტის, ტელევიზიის და მობილური სერვისების კომბინაციის შედეგად შეიქმნა.  

შეთავაზება მაგთიკომმა დღეს,  12 სექტემბერს  დააანონსა.

მათ, ვისაც მაგთის ინტერნეტი ან IP ტელევიზია აქვს, „ჩემები“ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ექსკლუზიური პირობით მობილურზე: აირჩიონ ოჯახის მაქსიმუმ 4 წევრი და ისაუბრონ ერთმანეთთან ულიმიტოდ, თითო წევრზე თვეში მხოლოდ ერთ ლარად. 

ახალი შეთავაზება მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული. 

მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება მაგთიკომის მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით გრძელდება  ახალ, ინოვაციურ პროდუქტებზე მუშაობა.

მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს და მომხმარებელს მომსახურებას  მსოფლიოში არსებული ყველა  ტექნოლოგიით სთავაზობს:

- 2 ტიპის ინტერნეტი  - მობილური და ოპტიკურ-ბოჭკოვანი;

- 2 ტიპის ტელევიზია - სატელიტური და IPTV;

- 2 ტიპის ფიქსირებული ტელეფონია - რადიო და საკაბელო;

-  მობილური ტელეფონია - რომელიც მობილური ტელეკომუნიკაციის განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა,  მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით - 4.5G LTE Advanced ქსელით ისარგებლონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები