1 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფინკა ბანკი მომხმარებლებს ახალ სადეპოზიტო პროდუქტებს სთავაზობს.

2016 წლის მარტიდან ფინკა ბანკი მომხმარებლებს ორ ახალ სადეპოზიტო პროდუქტს - ვადიან და ზრდად ანაბარს სთავაზობს.

ანაბრის ორივე ტიპის მთავარი უპირატესობა მაღალი საპროცენტო სარგებელია- კერძოდ საბავშვო ან ზრდადი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას, მომხმარებელი 13%-მდე სარგებელს მიიღებს, რომელიც უცვლელია ანაბრის ვადის ბოლომდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ზრდადი, ისე საბავშვო ანაბრის შემთხვევაში, მომხმარებელს ანაბარზე თანხის დამატება ნებისმიერი სიხშირითა და ოდენობით შეუძლია. ანაბრების გახსნა და მომსახურება უფასოა, ასევე უფასოა ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანა ფინკა ბანკის ნებისმიერი სერვის ცენტრიდან. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფინკა ბანკი მომხმარებლებს 4 ტიპის ანაბარს სთავაზობს, მათ შორის ვადიან, შემნახველ, საბავშვო და ზრდად ანაბრებს. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ფინკა ბანკის ოფიციალურ გვერდზე www.FINCA.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები