0 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აზიის განვითარების ბანკი ფინკა ბანკის ახალი ფინანსური პარტნიორია

ADB-მ ფინკა ბანკ საქართველოს 7 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო,რომლის მიზანი საქართველოს რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაა. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სესხი შესაძლებელია ლარში გაიცეს, რაც ზრდის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირების ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობებს, აღნიშნული კი, თავის მხრივ, მომხმარებლების სავალუტო რყევებისაგან დაცვის საშუალებას წარმოადგენს.

"მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკ საქართველოსთან სესხის ხელშეკრულების გაფორმებით, ხოლო ფინკა აზერბაიჯანთან და ფინკა ბანკ საქართველოსთან ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებით, ვამყარებთ კავშირებს ფინკას საერთაშორისო ქსელთან, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპია და ვამაყობთ რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით."- განაცხადა რაინერ ჰარტელმა, ADB- ს დირექტორმა საჯარო მართვის, ფინანსური სექტორისა და ვაჭრობის მიმართულებით.


ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ვუსალ ვერდიევის განცხადებით, ფინკას აღნიშნულ სეგმენტთან მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს მათ საჭიროებებს.


„ეს შეთანხმება გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება და ხელსაყრელია, როგორც ახალი, ისე, უკვე არსებული მომხმარებლებისათვის. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სესხი შესაძლებელია გაიცეს ეროვნულ ვალუტაში, რაც თავის მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს, ვუპასუხოთ ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს და მომხმარებლებისათვის ლარში დაკრედიტების ხელმისაწვდომობა ვუზრუნველყოთ,"- განაცხადა ვუსალ ვერდიევმა

აზიის განვითარების ბანკის შესახებ:   ADB - აზიის განვითარების ბანკი აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში სიღარიბის შემცირებაზე მუშაობს - ინკლუზიური ეკონომიკური, ეკოლოგიურად მდგრადი ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის გზით. აზიის განვითარების ბანკი 1967 წელს დაარსდა  და მასში 67 წევრია, რომელთაგან 48 აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებიდანაა.

ფინკა ბანკის შესახებ:  სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული 40 სერვის ცენტრის საშუალებით 80 000- ზე მეტ მომხმარებელს სთავაზობს ფინანსურ მომსახურებას. ფინკა ბანკი საქართველო ფინკას გლობალური ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 23 ქვეყანაში ოპერირებს და 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები