1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფინკა ბანკი G-PriEd ის პროექტს შეუერთდა.

USAID-ის დაფინანსებით, საქართველოს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიზნესის უნარ-ჩვევებს შეისწავლიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტში ჩართული დაწყებითი სკოლების ქსელის მეშვეობით, G-PriEd-ი და მისი მთავარი პარტნიორი Junior Achievement, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის მონაწილეობით, 39 საპილოტე საჯარო სკოლაში I-VI კლასების მოსწავლეებს ფინანსური წიგნიერების, დასაქმებისთვის მზაობის და მეწრმეობის საფუძვლებს შეასწავლიან.


ფინკა ბანკი  უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის აქტიური მხარდამჭერია, რადგან ახალი თაობის განათლება, მოტივაცია, ცნობიერების ამაღლება და ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარება, ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია. 


თებერვლიდან, ფინკა ბანკის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სკოლაში, V-VI კლასის მოსწავლეებს ინტერაქტიულ გაკვეთილებს ჩაუტარებენ, რათა მოსწავლეებმა უკეთ აღიქვან ბიზნესის სამყარო და მიიღონ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცოდნა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები