1 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

AVON-ის ვარდისფერ მსვლელობა KIA MOTORS-ის მხარდაჭერით.

AVON-მა   KIA MOTORS-ის მხარდაჭერით 2015 წლის 31 ოქტომბერს თბილისში  მასშტაბური  ვარდისფერი მსვლელობა გამართა, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და დასრულდა ვაკის პარკში. ვარდისფერი მსვლელობა  სპეციალური კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები: „ვაკის პარკი“, „LOUDspeakers “, “Jer Bird” და თიკა მახალდიანი.

AVON- ის ეგიდით და KIA MOTORS-ის მხარდაჭერით , ვარდისფერ სამოსში ჩაცმულმა 500-ზე მეტმა  მონაწილემ  თბილისის ცენტრალურ ქუჩებში   საინფორმაციო ფლაერები დაარიგა. კამპანიის  მიზანია მოუწოდოს ქალბატონებს, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და დროულად ჩაიტარონ გამოკვლევა,  რომელსაც კომპანია AVON-ი მსურველებს უფასოდ ჩაუტარებს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ეივონის მამოგრაფიის კაბინეტში.

ვარდისფერ მსვლელობას უერთდებიან: რუსა ჩაჩუა, ნუკრი კაპანაძე, ეკა ხოფერია, ანსამბლი „შვიდკაცა“, ირინა ონაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თეონა თავართქილაძე, ნოდიკო ტატიშვილი და დათუნა სირბილაძე.

KIA MOTORS-სი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს და ეხლაც მოუწოდებს მოსახლეობას ჩაიტარონ გამოკვლევა ძუძუს კიბოს პრევინციისთვის, რადგან დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის შანსი 97%–ს შეადგენს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები