0 3 : 2 4
 | 

კრიმინალი

ტრანსგენდერების ცემისთვის 2 პირი დააკავეს

  შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამი ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი - ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

”ერთობლივი მუშაობის შედეგად დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. 
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს”, - აცხადებს ჭელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები