1 0 : 4 2
 | 

კრიმინალი

შსს-მ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი ქალი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის ინტერპოლის მიერ 2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ა.ს. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

ა.ს.-ს ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც თაღლითობას - დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები