0 5 : 0 0
 | 

კრიმინალი

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ი.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 23,507 გრამი ჰეროინის შემცველი 61,14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 1,8 გრამი პრეგაბალინის შემცველი 6 კაფსულა „ლირიკა“, 0,0398 გრამი მეტადონის მარილის შემცველი 1 აბი „მეტადონი“ და 0,0737 გრამი მეტამფეტამინის მარილის შემცველი 0,2652 გრამი ნარკოტიკი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი.ს. დაკავებისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:27

    ახალციხეში კაცმა ქალი დაჭრა...

      ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობე...

  • 12:25

    საფრანგეთსა და იტალიაში 35 პირი დააკავეს - დაკავე...

    რამდენიმე ქართველი მათ შორის კანონიერი ქურდები დააკავეს ფრანგმა სამართალდამცველებმა საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. სპეცო...

  • 23:00

    სროლა რკინიგზის სადგურთან - პოლიციამ შეიარაღებული ...

    სროლა იყო ცოტა ხნის წინ რკინიგზის სადგურთან. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს სავარაუდოდ სამი პირი მისდევდა. ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელიც მათ დაკავებას ცდილობდა. თვითმხილველთა თქმით, ერთ-...

  • 13:40

    საბურთალოზე, კორპუსის მესამე სართულიდან მამაკაცი ...

       თბილისში, საბურთალოზე, უბედური შემთხვევა მოხდა. რამდენიმე წუთის წინ, სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე, შენობის მესამე სართულიდან 93 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.   ადგ...

  • 12:24

    ვერის ბაღში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს...

    თბილისში, ვერის ბაღში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უსახლკარო იყო. გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზები ამ დრომდე  უც...

  • 11:12

    საგამოძიებო სამსახურმა 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობები ...

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირი ამხილა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებ...

  • 11:04

    შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებ...