1 7 : 5 0
 | 

კრიმინალი

47 წლის ქალი სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ქალი ნარკოდანაშაულისთვის აბაშის რაიონის სოფელ მარანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები