1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისში, აშშ-ის საელჩოდან 159 700 დოლარი დაიკარგა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო ანგარიშის თანახმად, თბილისში მდებარე ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი დაიკარგა. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2010-დან 2014 წლამდე ნაღდი ფულადი თანხები საელჩოს თანამშრომელმა უკანონოდ მიითვისეს და შესაბამისი მონაცემები სისტემიდან წაშალეს. ინფორმაციას 1tv.ge  ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თაღლითობის ფაქტი გამოავლინა, დამნაშავეებს ვერ მიაკვლიეს, რადგან მონაცემები წაშლილია.

ფინანსური დარღვევები 2015 წლის იანვარში ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა. აუდიტის მიხედვით, 2010 წელს 8 700 დოლარი დაიკარგა, 2011 წელს 38 900 დოლარი, 2012 წელს 46 100 დოლარი, 2013 წელს 44 200 დოლარი, 2014 წელს კი 21 800 დოლარი დაიკარგა.

ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ საბუღალტრო პროგრამულ სისტემაში არსებული ხარვეზი გამოავლინა, რომლის მეშვეობით თაღლითობა განხორციელდა. საქმის შესწავლის ინიციატორი თბილისის საელჩოს დასაქმებულთა ასოციაცია იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:44

    სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა - დაკავებულია 29 წლი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...