0 3 : 0 5
 | 

კრიმინალი

ბიზნესმენის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი

ჩამოტვირთვა

ბიზნესმენის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი - კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ სვეტის დამფუძნებლის გატაცებაში ბრალდებულმა პირებმა 10 თვის წინ ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის ოჯახის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი გაიტაცეს.

საუბარია სამშენებლო კომპანია კიდ არქიტექტურის დამფუძნებელ ნიკაშავიშვილზე. როგორც კურიერისთვის ხდება ცნობილი, გამოძიება ამ საქმეზე უკვე 10 თვეა მიმდინარეობს.


ნიკა შავიშვილმა მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცავებს გუშინ კიდევ ერთხელ მიაწოდა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხა.


შავიშვილი ჰყვება, რომ მის გატაცებაშიც სავარაუდოდ ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც კომპანია სვეტის დამფუძნებლის გია ჯიბლაძის გატაცებაში მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, გატაცება თბილისის ცენტრიდან მოხდა. 


ნიკოლოზ შავიშვილი მომხდარის სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.


„მე ვადასტურებ შარშან, 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ, როგორც მე ვიცი ბატონი გია ჯიბლაძის გატაცებაში. ამ ეტაპზე მე ამით შემოვიფარგლები,“ - განაცხადა ნიკა შავიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:42

    შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოი...

    შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობი...

  • 11:22

    გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამს...

    „Gem-Fest”-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში სიგუა რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც დაკითხვის დაწყებამდე მუსიკალური ფესტივალის ...

  • 16:20

    ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს...

    შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1971...

  • 11:59

    თბილისში მაღაზია "ნიკორა" დააყაჩაღეს ...

    თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ”ნიკორას” მაღაზიიდან თავდამსხმელებმა მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია წაიღეს. როგორც ” სს ”ნიკორას” მარკეტინგის სამსახურში განაცხადეს, გამთენიისას, და...

  • 22:00

    თბილისის სამთავრობო კვარტალთან ახლოს მამაკაცი მოკ...

    თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის მოტივი კრიმინალური გარჩევა გახდა. გარჩევის კონკრეტული დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობის ოფიციალურ ...

  • 16:36

    ქვემო ფონიჭალაში ნარკორეალიზატორის დასაკავებლად კი...

    ქვემო ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა.  შსს-ს განმარტებით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი. ქვემო ფონიჭალაში ამ დრომდე რჩებიან სპეცრაზმის თანამშრომლები. ფონიჭალაში ბოლო რამდენიმ...

  • 11:46

    30 წლის ბაჩი ბოლქვაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი და...

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში ორი დღის მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს. უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ....