1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

   შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ.

   სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 186 შეკვრად დაფასოებული 333,15 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“, 2 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, 1 კილო და 540,25 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“; 887,74 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი; ნარკოტიკული საშუალება "მდმა“-ს შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო.

   გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა ე.წ. "ბიო“.

   ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

   გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით).


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:44

    სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა - დაკავებულია 29 წლი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...