1 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გენდერული უთანასწორობა ეკონომიკასა და პოლიტიკაში - საქართველო მსოფლიოში 99-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გენდერული უთანასწორობის ყოველწლიურ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 149 ქვეყანას შორის,  99-ე ადგილზეა, რაც გასულ წელთან შედარებით, 5 საფეხურით გაუარესებული პოზიციაა.

რეიტინგის შედგენისას ქვეყნები 4 ძირითადი კრიტერიუმით ფასდება: ეკონომიკა და შესაძლებლობები; საგანმანათლებლო მიღწევები, ჯანდაცვა, პოლიტიკური გაძლიერება.

საქართველოს საუკეთესო შედეგი საგანმანათლებლო მიღწევების კრიტერიუმში აქვს, რომელშიც მსოფლიოში 66-ე ადგილს იკავებს. ამ კრიტერიუმის მიხედევით, საქართველოში ქალსა და კაცს შორის საკმაოდ დაბალია სხვაობა წიგნიერების დონის, დაწყებითი და უმაღლესი განათლების მიღების კუთხით. მეტიც, უმაღლესში ჩაბარების ქვეკრიტერიუმში, საქართველო პირველ ადგილსაც იკავებს მსოფლიოში, რაც შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ საქართველოში პროფესიული განათლება ნაკლებადაა განვითარებული და ახალგაზრდების უმრავლესობა (როგორც ქალები, ასევე კაცები) სკოლის დასრულების შემდეგ, უმაღლეს დაწესებულებებში აბარებენ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობას, - საქართველოში ყველაზე დიდი სხვაობა საშუალო შემოსავლის კუთხით არის, რადგან კაცები მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები. საქართველო ამ კუთხით, მსოფლიოში 110-ე ადგილზეა.

ამასთან კვლევის მიხედვით, მენეჯერულ პოზიციებს საქართველოში უმეტესად კაცები (68.0) იკავებენ და ნაკლებად ქალები (32.0).

პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის მხრივაც, კვლევის მიხედვით, საქართველოში გენდერული თანასწორობა დაცული არაა და მაგალითაც, პარლამენტში ქალების რაოდნეობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 105-ე ადგილს იკავებს. 109-ე ადგილზეა საქართველო მინისტრთა კაბინეტში ქალების რაოდენობის მიხედვით. კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ ცხოვრებაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია გენდერული უთანასწორობა. კერძოდ, მსოფლიოს 149 ქვეყანას შორის ქალი მმართველი მხოლოდ 17-ს ჰყავს, გლობალურად მინისტრების 18% და პარლამენტარების 24%-ია ქალი.

მსოფლიოში გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყანა ისლანდიაა. მას ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი მოჰყვება.

კვლევაში, ასევე მოცემულია განსხვავება ქალისა და კაცის პროფესიებს შორის. წელს პირველად LinkedIn-ის დახმარებით, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შეაფასა, ქალისა და კაცის თანამონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. როგორც აღმოჩნდა, AI-ის პროფესიონალების მხოლოდ 22%-ია ქალია, 78% კი კაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...