1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ბახტაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება,  კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს და ხელს უწყობს სექტორული კავშირების გაღრმავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრისას აღინიშნა.

პრეზიდენტმა ტუსკმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, მთავრობის ხედვას ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლირების, განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ასევე ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, მათ შორის ევროკავშირი-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფორმატებში საქართველოს თემატიკის მუდმივი ხაზგასმის აუცილებლობაზე. ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და მათი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების დამკვიდრებულ პრაქტიკას და ამ კონტექსტში დადებითად შეაფასა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

პრეზიდენტმა ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს ევროკავშირის საბჭოში უმასპინძლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...