2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრებში ითამაშებს

13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.  გასული წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “ზაზა აკადემიაში” ასპარეზობს, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მე-3 წელია, Junior NBA-ს განხრით ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობს. Junior NBA – GBF ლიგის მესამე სეზონი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13-წლამდელთა 30 გუნდი მონაწილეობს და საუკეთესო NBA-ს ფორმატის ანალოგიურად, რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის შედეგად გამოვლინდება. Junior NBA – GBF ლიგის ორგანიზებაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას პარტნიორობას უწევენ ამერიკის საელჩო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი კი წელს პირველად ტარდება და მის შესარჩევ კემპს 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სლოვენიის ქალაქმა როგლამ უმასპინძლა, სადაც კონტინენტის 17 ქვეყნიდან რჩეული მოზარდები იყვნენ შეკრებილები. კემპის მიზანი 10 საუკეთესო გოგონას და 10 საუკეთესო ბიჭის შერჩევა იყო, რომლებიც Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

სლოვენიაში ლუკა ალავიძესთან ერთად მოთამაშეები – გეგა წულაია, მარიამ გოგიჩაიშვილი და მწვრთნელი – ჯაბა ბაქრაძე იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ვარჯიშებისა და მოთამაშეებზე დაკვირვების შემდეგ, კემპის დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში ორგანიზატორებმა არჩევანი გააკეთეს: ლუკა ალავიძე ევროპის საუკეთესო 10 მოზარდს შორის მოხვდა და Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი კონტინენტის ნაკრებში ითამაშებს.

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც წარმოადგენს ამ ტიპის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ საკალათბურთო ტურნირს, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის. თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს.  ამერიკის 8 გუნდი და დანარჩენი მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩები იქნებიან „მაიამი ჰიტის“ წევრი და NBA-ს  „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის სამგზის მონაწილე – დუეინ ვეიდი და „ლოს ანჯელეს სპარკსის“ ფორვარდი და ქალთა NBA-ს ჩემპიონი – კენდის პარკერი.  ჯუნიორ- NBA-ის ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ მოედანზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ შეიძენენ სხვა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას და მონაწილეობას მიიღებენ “NBA cares”-ის საზოგადოებრივ პროექტებში.

NBA-ს ახალგაზრდული კემპისა და შემდგომ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო მგზავრობის ხარჯებს დაფარავს NBA.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ jrnba.com/worldchampionship

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...