0 9 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რომელმაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები”

 ”ბაგრამიანის ბატალიონი” და მონაწილეობა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ სომხების საბედისწერო შეცდომა იყო”სომხეთის მომავალი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ ”ბაგრამიანის ბატალიონი” და  მონაწილეობა  აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იყო  სომხების საბედისწერო შეცდომა,რომელმაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები.”სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

 უკვე უმაღლეს დონეზე ხდება ღირებულებათა გადაფასება .ბაგრამიანის ბატალიონი იყო აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში ჩამოყალიბებული სომხური ბატალიონი, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალისტური ორგანიზაცია “კრუნკის” ლიდერი, ვლადისლავ არძინბას მომხრე ალბერტ ტოპოლიანი მეთაურობდა და სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა. 

ეს შენაერთი საბჭოთა სომეხი მარშლის ივანე ბაგრამიანის სახელს ატარებდა.გაგრელი სერგეი ზაბელიანის ინიციატივით, რომელსაც შემდგომ ბაგრამიანის ბატალიონის ზურგის უფროსის მოადგილე გახდა, 1992 წ. 15 აგვისტოს 200 სომეხი მზად იყო საომრად. მათგან 20-მდე კაცმა პირველ შეტაკებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა გუდაუთის რაიონის სოფ. შიცკვარაში (ვიტალი სმირის დაჯგუფებაში).ბაგრამიანის ბატალიონში ძირითადად გაერთიანდნენ გაგრის, გუდაუთის რაიონებსა და ტყვარჩელის ზონაში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები. 

აღნიშნულმა ბატალიონმა თვითმხილველთა, საქართველოს გენპროკურატურის, უშიშროების და სადაზვერვო ორგანოების შეფასებით, თავი გამოიჩინა განსაკუთრებული სისასტიკით და მონაწილეობა მიიღო ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში. 

ბაგრამიანის ბატალიონს ფინანსურად და ეკონომიკურად ეხმარებოდნენ რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები.განსაკუთრებულად “გამოიჩინა” თავი ბაგრამიანის ბატალიონმა სოხუმზე 1993 წ. მარტის შეტევის დროს. აქტიურობდა მე-3 ასეული, რომელმაც მდ. გუმისთაზე გადასული 31-დან 15 მებრძოლი დაკარგა. ეს ბატალიონი აგრეთვე აქტიურობდა  სოხუმის რაიონ სოფ. ცუგუროვკავთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში.

სომხები იბრძოდნენ სეპარატისტთა სხვა ბატალიონებშიც: პირველ მსროლელთა, მეორე მოტომსროლელთა, განთიადის, სოხუმის, ეშერა-ათონის, ბიჭვინთის, გაგრის ასეულში “აძაფშ”.სამხედრო მოქმედებებში აფხაზების მხარეზე სულ 1500-ზე მეტი სომეხი მონაწილეობდა.

სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...