1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობა პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას იწყებს

მთავრობა პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას იწყებს. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროფესიულ განათლებაში იგეგმება გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელების დანერგვა. 

„პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია ხდება, ანუ ჩნდება ატესტატის მიღების და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. ცვლილებეები ასევე ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართვის შესაძლებლობას. მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული, ანუ ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორეტიზაცია. ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას. ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადების და გადამზადების სისტემა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის. განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, მეორე შემთხვევაში, ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დაინერგება ინკილუზიური განათლების სისტემური მიდგომები. 

„სახელმწიფო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის, მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ. ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების, კარიერული წინსვლის სისტემა. იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...