თიბისი ქართული ენის მხარდაჭერის ახალ პროექტს - „ქართულად“ - წარადგენს
2018-04-13 17:12:32
თიბისი მაიკროსოფტთან, ჯეოლაბთან და საბასთან ერთად ქართული ენის ხელშეწყობის პროექტს - „ქართულად“ - იწყებს.
პროექტის - „ქართულად“ - მიზანია, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის მაიკროსოფტის პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლისთვის საერთაშორისო რესურსებთან და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა. სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის, პროგრამამ უნდა ისწავლოს ენა, რისთვისაც პირველ ეტაპზე მინიმუმ 100,000 ქართული წინადადების ინგლისურად გადათარგმნაა საჭირო. პროექტის ფარგლებში მაიკროსოფტის სისტემისთვის ქართულის სწავლების შესაძლებლობა ყველა მსურველს მიეცემა.
ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია საბას ელექტრონული წიგნების ბაზიდან.
მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.
100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის.
პროექტი ენის შენარჩუნებას ემსახურება და მისი განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა.
„ქართულად“ საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ PH international და ლექსიკოგრაფიული ცენტრი თინა მარგალიტაძის ხელმძღვანელობით.
პროექტში ჩაერთვებიან მოსწავლეები, მასწავლებლები და სტუდენტები მთელი საქართველოდან. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით.
„ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდაჭერის ყველა მსურველისათვის!
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ჩვენ მადლობას ვუხდით...
სამხედროები, რომლებიც სომხეთში აქციებს შეუერთდნენ, მკაცრი წესით დაისჯებიან . ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუ...
ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ათეულობით მოქალაქე ერევანში მომიტინგეებს შეურთდა. სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ...
სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მიწისძვრა ბუშერის აღმოსავლეთით, ბუშერის ატომურ ელე...
ერევანში ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შენობის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც იუსტიციის, კულტურისა და განათლების სამინისტროებია განლაგებული.ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ მომხრე...
53 წლიანი სხვაობის მიუხედავად 19 წლის გარი ჰარდვისკი და 72 წლის ალმედია ძალიან ბედნიერი წყვილია. ისინი ერთმანეთი 2016 წელს, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდენენ და ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვ...
კომენტარები