0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თავშესაფრის შენახვა.. ეს ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ, თავში ქვა გიხლიათ.."

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს. ამის შესახებ ელიზბარაშვილმა პრაიმტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელიზბარაშვილის თქმით, ქალაქი მისნაირი ადამიანების ღირსი არ არის.

"დავხურე თავშესაფარი. ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის. 40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თავშესაფრის შენახვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორჯერ ავაშენე თავშესაფარი. მეორედ სტიქიის შემდეგ. რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული. დავიღალე, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ, თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ გააკეთეთ", - განუცხადა პრაიმტაიმს თამაზ ელიზბარაშვილმა.

On.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თამაზ ელიზბარაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღო და თავშესაფრის დახურვის მიზეზიც საზოგადოების დამოკიდებულება გახდა.

"იმის შემდეგ, რაც ჩემი მისამართით დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება წამოვიდა არანაირი სურვილი არ მაქვს ეს საქმე გავაგრძელო. თავშესაფარს ვხურავ", - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა აზრი შეიცვალოს, თამაზ ელიზბარაშვილი პასუხობს, რომ ყველაფერს საზოგადოების დამოკიდებულება განსაზღვრავს.

"თუ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვლება დავფიქრდები, მაგრამ ახლა ვაპირებ დავხურო", - განმარტავს თამაზ ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, იმ ძაღლებს, რომლებიც ტრავმირებულები არიან ქუჩაში ვერ გაუშვებს, თუმცა ძაღლების ნაწილის ქუჩაში დაბრუნება მოუწევს.

"ძაღლების 90% ქუჩაში მანქანების მიერ ტრავმირებულია. თავშესაფარში ქუჩის ძაღლები მივიღე, გადავარჩინე, სიცოცხლე ვაჩუქე, ოპერაცია გავუკეთე. არიან ძაღლები, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, ინვალიდის ეტლი გავუკეთე და გადაადგილდებიან, მათი გაშვება ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში ვერ იცხოვრებენ. ის ძაღლებს, რომლებიც ღია ტრავმებით შემოვიდნენ, გამოჯანმრთელდნენ და შეუძლიათ გააგრძელონ ქუჩაში ცხოვრება, ქუჩაში გავუშვებ", - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

ფეისბუქში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს.

როგორც On.ge-ს თამაზ ელიზბარაშვილმა განუცხადა, მისი გაღიზიანება თანამშრომლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნამ გამოიწვია.

"ემოციურობის გამო წამოვარტყი. ნასვამი მოვიდა ძაღლთან, რაც არ შეიძლება. ამიტომ გავღიზიანდი", - განმარტავს თამაზ ელიზბარაშვილი.



on.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...