0 0 : 3 0
 | 

მსოფლიო

მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ Homeland-ის ახალ სეზონში თამაშობს

მსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარულ ამერიკულ სერიალ Homeland-ში მონაწილეობს.

პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, მსახიობი სერიალის გადაღებებზე იმყოფება.

ქართველი მსახიობი სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე სერია Useful Idiot-ში მონაწილეობს. ამ სერიაში ჯერჯერობით მერაბ ნინიძის პერსონაჟის სატელეფონო საუბარი ისმის. მერაბ ნინიძე რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის მიროვის როლს ასრულებს და მომდევნო სერიებში მაყურებელი მას სერიალის სხვადასხვა სცენებში იხილავს.

მერაბ ნინიძე უკვე გამოჩნდა IMDB-ზე სერიალში მონაწილე მსახიობთა გუნდში.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, BBC One-ისა და AMC-ს ერთობლივ სერიალ „მაკმაფიას“, რომელშიც მერაბ ნინიძემ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, აშშ-ში, AMC-ზე აჩვენებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები