0 0 : 4 8
 | 

მსოფლიო

6 გარდაცვლილი და 3 დაშავებული ტყიბულის შახტში ტრაგედია სამთო დარტყმამ გამოიწვია

კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და კომპანია „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, თუკი 6 თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს. 

m2-ის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც ცენტრ-პოინტი დაიქირავებს. სანაცვლოდ კი ცენტრ-პოინტი m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს. 

რაც შეეხება დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობას, ეს საკითხი „ცენტრ-პოინტის“ პრეროგატივად დარჩება. 

„ცენტრ-პოინტის“ თხოვნით ჩვენ შევიმუშავეთ ამ უმწვავესი სოციალური პრობლემის გადაჭრის გეგმა, რომელიც ჩვენი კომპანიის, ცენტრ-პოინტისა და სახელმწიფოს მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას მოითხოვს. ეს პროექტი ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია ფინანსური კუთხით, მაგრამ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოაციალური კაპიტალის დაგროვების თვალსაზრისით. m2-ს სურვილი აქვს დაეხმაროს დაზარალებულ ოთხი ათას ოჯახს, საზოგადოებას, კომპანია ცენტრ-პოინტსა და სახელმწიფოს ამ მრავალწლიანი და მრავალშრიანი პრობლემის მოგვარებაში“ - აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები