1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქარიშხალი გურიაში - ძლიერმა ქარმა ოზურგეთი დააზარალა

ჩამოტვირთვა

ქარიშხალი გურიაში. ძლიერმა ქარმა ოზურგეთი დააზარალა, სადაც რამდენიმე ქუჩაზე ქარმა ხეები და ელექტრო ბოძები მოთხარა. შეწყვეტილი იყო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

მწყობრიდან გამოვიდა გაზის მილებიც. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დღეს საგანგებო შტაბი შეიქმნება, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები