2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,წავედი მილანში, თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით, არ ვიცი მოგწონთ თუ არა.. ღამის კლუბშიც ვიყავი"

ჩამოტვირთვა

„თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე,“- თბილისის მერმა ირონიულად უპასუხა ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას, რომ კალაძე თმის შესაჭრელად მილანში იმყოფებოდა.

„ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხა, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯზე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხები, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, მერე თმებიც შევიჭერი, ესეც ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებით. გასართობად წავედი ქალაქის ბიუჯეტით, მერე ღამის კლუბში ვიყავი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოუწოდებენ აუდიტის სახელმწიფო სამსახურს შეისწავლოს, რა ხარჯებით იყო კახა კალაძე მილანში და ვინ არის ის პოტენციური ინვესტორი, ვისაც ის მილანში შეხვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები