0 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხმაური და დაპირისპირება საყდრისში

ჩამოტვირთვა

საყდრისში სამოქალაქო აქტივისტებისა პოლიტიკოსების გამოჩენას ხმაური და კომპანიის წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოჰყვა. RMG-ის თანამშრომლები დღესაც არ აპირებდნენ საყდრისის გადარჩენის ფონდის წევრების შეშვებას ტერიტორიაზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ჰყიდის და რომლითაც სწორედ ოქროს მომპოვებელი კომპანიაა დაინტერესებული.

ადგილზე ჩასულმა აქტივისტება შლაგბაუმის გარღვევა სცადეს. დაპირისპირების შემდეგ RMG-ის თანამშრომლებმა ადგილზე ჩასული სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მცირე ჯგუფი ტერიტორიაზე მაინც შეუშვეს. სიტყვიერი დაპირისპირება საყდრისის საბადოს ტერიტორიაზეც გაგრძელდა. 

RMG-ის წარმომადგენლებმა ადგილზე მყოფ პოლიტიკოსებსა და საყდრისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებს სთხოვეს რუქაზე ეჩვენებინათ ის ადგილი, რომლის აუქციონზე გატანასაც აპროტესტებენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეებს წარმოდგენაც არ აქვთ რა ადგილზე საუბრობენ.

მათ საპასუხოდ კი აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე და აუქციონში თავად მიიღებენ მონაწილეობას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები