2 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არიან The Parlotones? - ჯგუფი რომელიც 26 მაისს ჯეიმს ბლატთან ერთად გამოვა

როკ ბენდი იოჰანესბურგიდან, რომელიც  სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს “The Afterlove-ის”  ფარგლებში  თბილისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ესტუმრება. კონცერტზე, რომელიც  მიხეილ  მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება მომღერალი ფანებს საყვარელი ჰიტების You’re Beautiful” და “Goodbye My Lover” შესრულებას ჰპირდება.

ცნობილია, რომ ფესტივალზე ასევე მოწვეულია ჯგუფი - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა),  რომელიც  სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას  მასპინძლობას კი, ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები  Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ.

ჯგუფი The Parlotones-ის შექმნის ისტორიაზე, შთაბეჭდილებებსა და მოსალოდნე ფესტივალზე გვესაურება ჯგუფის ვოკალისტი ქან მორბი.

-          როგორ შეიქმნა/ჩამოყალიბდა თქვენი ჯგუფი ?

-          ჩვენ სკოლიდან მოყოლებული მეგობრები ვართ,მაგრამ როდესაც სკოლა დავამთავრეთ, სურვილი გაგვიჩნდა რაღაც სიახლე შემოგვეტანა ჩვენს ცხვორებაში და ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. მაშინ ჩამოვალიბეთ ბენდი. ეს იყო ჩვენი პირველი ბენდი. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ  ჩვენ არც კი ვიცოდით თუ როგორ უნდა დაგვეკრა ინსტრუმენტებზე. იმის ნაცვლად, რომ სიმღერების ქავერები გაგვეკეთებინა გადავწყვიტეთ,რომ ჩვენი საკუთარი სიმღერები დაგვეწერა, შეგვქმენა, რომელიც აუცილებლად ჰიტად იქცეოდა.

-          როდის გაიმართა თქვენი პირველი კონცერტი ?

-          ბენდების შეჯიბრზე, სახელწოდებით „Battle of the Bands“  გავედით ბოლო ადგილზე. საბედნიეროდ,  მას შემდეგ გავხდით უკეთესებიდა უკეთესები.

-          რატომ  სახელი The Parlotones?

-          პარლატონის ჩამწერ სტუდიაში სხვა ბენდებსაც მოვუსმინეთ.თავდაპირველად  ბენდისთვის „პარლოფონის“ დარქმევა გვინდოდა,მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ,რომ ცოტა შეგვეცვალა. ხელოვნურად შექმნილ სამყაროში საუკეთესო ის არის, რომ ინტერნეტის საძიებო სისტემაში, ჩვენი ბენდის სახელის მითითებისაც პირველი ჩვენ ვჩნდებით პირველები,რადგან სხვას „პარლატონები“ არ ქვია.

-          26 მაისს გრანდიოზული კონცერტი იგეგმება, რომელშიც ცნობილ ბრიტანელ მომღერალ ჯეიმს ბლანტთან ერთად თქვენც მონაწილეობთ, გქონიათ თუ არა შეხება მასთან ?  რამდენად იცნობთ მის რეპერტუარს ?

-          ჩვენ,ჯეიმს ბლანტს,როგორც შემსრულებელს ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ძალიან პოპულარულია სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ  არასდროს არ მიგვიღია კონცერტში მასთან ერთად მონაწილეობა და შესაბამისად, წარმატებული დღეს გველის 26 მაისს.  ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ მას პირადად შევხდებით და გავიცნობთ.

-          ფესტივალი თბილისშია დაგეგმილი, ზოგადად რა იცით საქართველოს შესახებ ?

-          ძალიან ცოტა რამ. თავდაპირველად ვფიქრობდით,რომ ეს იყო შტატი  აშშ-ში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოში ჩამოსვლას და გვინდა,რომ საქართველოში ყოფნის დროს მაქსიმალურად გავეცნოთ ქვეყანას, მის კულტურასა და ღირშესანიშნაობებს. რაიმე რეკომენდაციები ხომ არ გექნებათ? გამიზიარეთ!

-          მოგვიყევით თქვენს შესახებ,ვინ არიან პარლატონები და რა ჟანრის მუსიკას ქმნიან?

-          პარლატონები არიან ალტერნატიული როკის შემსრულებლები სამხრეთ აფრიკიდან.  ჩვენი მუსიკა განიცდის  როკსა და პოპს და ასევე სხვა მიმართულების ალტერნატიულ გავლენას. ჩვენ შთაგონებას ბევრი ბენდი გვაძლებს,რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მოვუსმენთ . მათ შორისაა:  Coldplay, The Cure, Radiohead, REM and Stereophonics.

-          როგორც იცით, თქვენთან ერთად,26 მაისის დღისამდი მიძღვნილ კონცერტში,მონაწილეობას მიიღებს  ორი ქართული ჯგუფი Young Georgia Lolitaz  და Loudspeakers გსმენიათ თუ არა მათ შესახებ?

-           ჩვენ არაფერი არ გვსმენია ამ ჯგუფების შესახებ. მოხარულები რომ მალე გავიცნობთ. დღეებს ვითვლით კონცერტამდე...

-          რას ჰპირდებით ქართველ მსმენელს და თქვენ რას ელით მათგან?

-          ჩვენ დავუკრავთ ჩვენს სიმღერებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსული მსმენელი იცეკვებს და იმღერებს ძალიამ ბევრს! მათაგნ მივიღებთ ემოციებს და ჩვენს არ დავიშურებთ მათთვის!

-          რამდენ სიმღერას შეასრულებთ და ამ სიმღერებში მოხვდება თუ არა თქვენი ჰიტები ?

-          ჩვენ 2 საათიც შეგვიძლია რომ დავუკრავთ,მაგრამ შევასრულებთ 15-20 სიმღერას, თუ დრო დრო მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ჩვენ აუცილებლად დავუკრავთ ჩვენს ჰიტებს მათ შორისაა : push me to the floor, I’ll be there, stars fall down, colourful, overexposed, and giant mistake.

-          საერთოდ, სხვა რომელ ცნობილ ადამიანებთან  / ჯგუფებთან ერთად მიგიღიათ კონცერტში მონაწილეობა ?

-          ჩვენ კონცერტში მონაწილეობა მიგვიღია :   Snow Patrol, Coldplay, Blue October, Starsailor და  Ash - თან ერთად.  ასევე  გამოვსულვართ სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორიცაა Skrillex, Kings of Leon, Metallica, Good Charlotte და კიდევ სხვა ბევრ შემსრულებთან ერთად.

-          როგორც იცით, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ზეიმობს.  რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფესტივალში მონაწილეობა,რომელიც ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება?

-          შესანიშნავია,რომ ვიქნებით ასეთი მნიშვნელოვანი დღის ერთ-ერთი პატარა ნაწილი. საკამოდ ემოციურია! გვაქვს უდიდესი მოლოდინი. ერთად ვიზეიმოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი.

-          ოდესმე თუ გითანამშრომლიათ Black Pearl Live - თან და რა უპირატესობით გამოარჩევდით?

-          ჩვენ აქამდე არ გვითანამშრომლია Black Pearl Live - თან, თუმცა ძალიან ბევრს მუშაობენ ამ ღონისძიებისთვის. ეს უკვე მნშვნელოვანია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...