2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტაქსებში მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტაქსით მომსახურების სანებართვო რეგულაციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. 

მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად - ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის კი ეს გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება. 

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების რეგულაცია 3 ეტაპად განხორციელდება.

„კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე, თბილისის საკრებულოს უჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გამოსცეს აქტი, სადაც დადგენილი იქნება საქმიანობის სანებართვო პირობები. ანუ პირველ ეტაპზე არის აღრიცხვიანობა, გამოხატული სტატისტიკურ ფორმაში როგორც ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომლსაც თავისი სერვისის მიწოდება უნდა მოსახლეობისთვის. იქნება მხოლოდ ერთჯერადი საფასური - ე.წ. ფურცლის საფასური, რასაც ჩვენ მაგალითად, პასპორტის ასაღებად ვიხდით. ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე შერავათიანი იქნება ეს გადასახადიც - პრაქტიკულად, ნული იქნება ელექტრომობილისთვის. 

ტაქსის მძღოლი რეგისტრირდება, იხდის თანხას და ის არის ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელობა პრაქტიკაში რას გულისხმობს და რას აკონტროლებს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო?! ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მგზავრთა გადაყვანის დროს იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული უნდა ჰქონდეს მანქანაში. იქ იქნება იდენტიფიცირებული ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი. ასევე მას ევალება, რომ ავტომობილზე ჰქონდეს მანიშნებელი, რომ ის არის ტაქსი. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც არის აღრიცხვისა და რეგისტრაციის მარტივი ფორმა და სამართლებრივად ამას ნებართვის გაცემა ჰქვია. 

რაც შეეხება მეორე ეტაპს... რატომ ვაკეთებთ და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მათ შორის ავტოპარკის დარეგულირებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი. 2019 წელს ემთხვევა ეს, როცა უკვე ტექნიკური დათვალიერებაც შემოვა. ეს არის ამ ქალაქის იმიჯი, რომელიც ასევე უნდა გვადარდებდეს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მუშაობს ამ ქალაქში, ყველა კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, მეორე ფაქტორი არის ის, რომ სანდოდ და უსაფრთხოდ გადაადგილება მოხდეს. თუ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვაკონტროლოთ ავტობუსის მძღოლები და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომ ისინი უსაფრთხოდ გადაადგილებენ მოსახლეობას და ტურისტებს, რატომ არ უნდა მოეთხოვოთ იგივე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მომსახურეობაში ბევრად მეტს იღებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, ტაქსის ვიზუალი გარედან და მდგომარეობა შიგნით. 

მესამე ეტაპზე, როცა სისტემა სრულად ამოქმედდება და ეს შეიძლება იყოს 3 წლის შემდეგ, ტაქსის მძღოლს დაევალება ტაქსომეტრის დაყენება, რომელიც სანდოს გახდის მგზავრობის ხარჯებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოწყვლადი მომხმარებლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ტურისტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...