1 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა მრავალშვილიანი თანამშრომლების წასახალისებლად 600 000 ლარის ფულადი პრემია გასცა

600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან თიბისელს- ეს თიბისი ბანკის შიდა სოციალური პროგრამის, „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის“ 5 წლის შედეგებია. 

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი“ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა, თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. 

პროგრამის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისი ბანკისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს.   

გარდა ერთჯერადი ფულადი პრემიებისა, თიბისი ბანკი 3 და მეტშვილიან თანამშრომლებს საჩუქრად გადასცემს სპეციალურად მათთვის დამზადებულ ორდენებს, რაც მრავალშვილიანი თიბისელებისა და მათი შვილებისთვის  წამახალისებელ შეთავაზებებსა და ღონისძიებებს მოიცავს. 

მრავალშვილიანი თიბისელების  დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის  მიზანია  ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა, რომ ოჯახის ახალ წევრს ფინანსურად უზრუნველყოფილები შეხვდნენ. 

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი“ უკვე 454 თიბისელს აერთიანებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...