0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი გალერეაში ახალგაზრდა პიანისტების კონცერტი გაიმართა

8 მარტს,  თიბისი გალერეაში ცნობილი  ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“  ახალგაზრდა მუსიკოსების  კონცერტი გაიმართა.  

კონცერტზე  კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვამ, 12 წლის თათია მგალობლიშვილმა, 13 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 14 წლის ილია ლომთათიძემ და 14 წლის ბარბარე თათარაძემ შეასრულეს. 

‘’თიბისი’’ ბანკი უკვე მრავალი წელია საქველმოქმედო  ფონდ ‘’ლირას’’ გულშემატკივრობს, რომელიც 2013 წელს  გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ დაარსა.  

ფონდის   ხელშეწყობით, ახალგაზრდა ვირტუოზები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საზღვარგარეთ, მასტერკლასებსა და პრესტიჟულ გალა კონცერტებში  და უკვე დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს. 

ბარბარე თათარაძე  ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა და დიდი წარმატებით წარსდგა მსმენელის წინაშე  ამსტერდამის ცნობილ დარბაზ - კონცერტგებოუში. მის ლაივ-კონცერტს ხშირად  აშუქებს ფრანგული არხი MEZZO. 

ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე  პირველი ადგილი დაიკავა და უკვე მრავალი მოწვევა აქვს  რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე.  

ანაჰიტ სტელმაშოვამ კი 2017 წლის ბათუმის ფესტვალის ფარგლებში გამართულ კონკურსზე მოიპოვა ფონდ SOS Talents-ის გრანპრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...