1 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით  პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ.

1 თებერვალს, 11:00  საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია   „ევროპა დონა საქართველო“  კიბოსთან  ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (World Cancer Day) პრესკონფერენციას გამართავს. შეხვედრა საინფორმაციო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ეწყობა და  მიზანს  ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენს. 

არსებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით უერთდებიან პაციენტები და მხარდამჭერები ამ დღეს. მოწვეული პაციენტები, ექიმები და მხარდამჭერები, კიდევ ერთხელ შეაჯამებენ არსებულ პრობლემებს და ამ მიმართულებით გადაგმულ ქმედით ნაბიჯებს, ამასთან  ჯანდაცვის სამინისტროს შეახსენებენ მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობაზე და საქართველოს მასშტაბით  პროგრამის დროულ ამოქმედებაზე მიანიშნებენ. 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი და მოწვეული პაციენტები. 

„ივლისში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოიკვეთა 9 პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: თარგეთული პრეპარატები მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ არ ფინანასდება რეგიონებში. 
ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივიღეთ წერილი, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებაზე მუშაობას, რის შედეგადაც პაციენტებს იმედი გაუჩნდათ და დღმდე არიან მოლოდინის რეჟიმში. 

ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაგმულა,  დღეს პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია.“ ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დაფინანესება.    შედეგად  გაიზრდება  პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება  ცხოვრების  ხარისხი.

 მივცეთ მათ სიცხოხლის შანსი, ეს „ჩვენ შეგვიძლია“ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე,“ - განმარტავს კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.პრესკონფერენციაზე მოწვეულნი არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის  საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, კამპანიის მხარდამჭერებ და პაციენტები.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და  დამიზნებითი თერაპიის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.  2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1 , 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის,  რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა. 2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული   პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა,  საქართველოს მთელი მასშტაბით კი პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია.


 კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (World Cancer Day) კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა (International Union AgainstC ancer, UICC) ამ გლობალური პრობლემისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით დააფუძნა. ყოველ წელს კიბოსთან  ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავისი თემა აქვს. 2018 წელს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ტარდება დევიზით „ჩვენ შეგვიძლია -  მე შემიძლია“, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რათა თითოეულმა გაიაზროს, თუ რისი გაკეთება ძალუძს ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და რა წვლილის შეტანა შეუძლია კიბოს წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში. 


„ევროპა დონა საქართველო“  2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.  ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს" წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

 ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...