1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა

30 იანვარი, 2018 - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, მეომრანდუმის თანახმად ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გენერალური სპონსორობის შესახებ, მემორანდუმი სწორედ საქართველოს ბანკთან გააფორმა. ჩვენ ვახორციელებთ მეტად  საინტერესო  პროექტებს  ქართული  სპორტის  და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გენერალური სპონსორის მხარდაჭერა.  ვიმედოვნებ, რომ  ჩვენი  ურთიერთთანამშრომლობა  ნაყოფიერი იქნება და ერთობლივი ძალებით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ“ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.                                             

                                                                  

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვენლოვანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობით, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს სპორტის განვითარებას ქვეყანაში და ქართველი სპორტსმენების კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მსფოლიო ასპარეზზე. ჩვენთვის პატივია, გვქონდეს უფლება მხარი დავუჭიროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ,  ქართველი სპორტსმენების განვითარებასა და წარმატებაში, მათი წარმატება კი სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, მსოფლიო ასპარეზზე“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

 

საქართველოს ბანკის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ურთიერთანამშრომლობის შედეგად, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსემენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას  და გავრცელებას, რადგან  თითეული სპორტმენისთვის, რომელიც წლების განამავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...