0 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე.. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო "ახმეტელზე" - კახა კალაძე

ჩამოტვირთვა

ვარკეთილის მეტროში, სადაც დღეს დილით ჭერი ჩამოინგრა, თბილისის მერი კახი კალაძე იმყოფებოდა. კალაძის განცხადებით, მომხდარს კრიმინალისტები შეისწავლიან. კალაძე ამბობს, რომ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე პირი.

„საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, სამწუხაროდ გვყავს 11 დაშავებული, მოხდა ჭერის ჩამონგრევა მეტროსადგურში, ამჟამად ყველა დაშავებული გადაყვანილია ჰოსპიტლებში. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყოს შესწავლა თუ რა მოხდა რეალურად. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ზოგადად მშენებლობებს, მის ხარისხს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, სამუშაოები ამ კონკრეტულ ობიექტზე აგვისტოში იყო დასრულებული და სექტემბერში იქნა მიღებული ექსპლუატაციაში.

„ამ კონკრეტულ ობიექტზე აგვისტოში იყო სამუშაოები დასრულებული და სექტემბერში  იქნა ექსპლუატაციაში მიღებული და მე მგონი, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო "ახმეტელზე" და დღესვე დაიწყება გადამოწმება თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რომ უბედურება იყოს თავიდან აცილებული,“ - აცხადებს დედაქალაქის მერი.

ვარკეთილის მეტროში ჭერი დღეს დილით ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 11 ადამიანი.

სამშენებლო სამუშაოები მეტრო ვარკეთილში ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები