1 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა - დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

ჩამოტვირთვა

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. 

უწყების ცნობით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში დაახლოებით, 10:40-ზე შევიდა. 

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ამ წუთებში დაშავებულები კლინიკებში გადაყავთ. 

თვითმხილველები მომხდარის ამსახველ პირველ კადრებს ავრცელებენ. 

არსებული ინფორმაციით, ჭერი რომელიც ჩამოინგრა ახალი გარემონტებული იყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები