0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიევის უზენაესი სასამართლო სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს

ჩამოტვირთვა

დღეს კიევის უზენაესი სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებს.

სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მათ პეტრო პოროშენკოს ბრძანების არაკანონიერების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკამაყოფილოს, რადგან, მათი მტკიცებით, უკრაინის სასამართლო სისტემა პირდაპირ პრეზიდენტს ემორჩილება. სხდომა ადგილობრივი დროით 12 საათზე გაიმართება.

"დღეს გაიმართება პირველი სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის სარჩელის საფუძველზე, უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ, პეტრო პოროშენკოს უკანონო ბრძანებით მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. რთულია წინასწარ განსაზღვრო თუ რა შედეგით დასრულდება სხდომა, რადგან ყველა ვხედავთ როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა უკრაინაში. ის არ არის დამოუკიდებელი და ემორჩილება პრეზიდენტს. ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბრძანების უკანონობა დავამტკიცოთ. პარალელურად, მიმდინარეობს სასამართლო დავა უკრაინის საემიგრაციო სამსახურთან. დღეს უკრაინის სახელმწიფოს არ გააჩნია მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის არცერთი კანონიერი საფუძველი," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები