2 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისიში 4 საბავშვო ბაღის დახურვის შედეგად, აღსაზრდელები 11 ბაგა-ბაღში გადაანაწილეს

თბილისის 4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 11 სხვა ბაგა-ბაღში გადაანაწილეს. 125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები გასულ კვირას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა. დასკვნების მიხედვით, შენობების ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ იყო. ამის გამო, ოთხივე ბაგა-ბაღის 900-მდე აღსაზრდელი იმავე რაიონების სხვა ბაღებში გადაანაწილეს. 

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, დღეიდან მათთვის სააღმზრდელო პროცესი სწორედ იქ განახლდება. 

კერძოდ, მე-19 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან მე- 40, 23-ე და ე.წ. სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში; 84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები - 31-ე, 56-ე, 143-ე ბაგა-ბაღში; 125-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები - 34-ე, 69-ე, 98-ე და 94-ე ბაგა-ბაღში; ხოლო 64-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მე-10 ბაგა-ბაღში გადაანაწილეს. 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ასევე გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, თუ მათ საკუთარი შვილის სხვა ბაღში გადაყვანა მოუნდებათ. 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყველა ჯგუფი შენარჩუნებულია და აღმზრდელებიც არ შეიცვლებიან. ასევე, გაგრძელდება ბაგა-ბაღების დაფინანსება და საკვებით მომარაგების საკითხი არ შეფერხდება. 

თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ თბილისში სამი საბავშვო ბაღი( N125, N19 და N84) წყვეტდა ფუნქციონირებას, თუმცა ამ სიას 64-ე ბაგა-ბაღიც დაემატა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...