0 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნიკორაში“დასაქმებული 4 000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი ხდება

ჩამოტვირთვა


2018 წელს „ნიკორას“ ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება. დღეს „ნიკორა“ ძლიერი, წარმატებული ქართული კომპანიაა. მის წარმატებას კი განსაზღვრას  კომპანიაში დასაქმებული ადამიანები. ისინი მონაწილენი არიან ყველა იმ დიდი გამოწვევისა, რაც 20 წლის განმავლობაში კომპანიის წინაშე იდგა. „ნიკორა“ აცნობიერებს რა ამ წვლილსა და დამსახურებას, თითოეულ თანამშრომელს საჩუქრად აქციებს გადასცემს. შედეგად 2018 წელს „ნიკორაში“დასაქმებული 4 000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი გახდება.

„ჩვენ ერთად შევძელით ის,  რომ დღეს „ნიკორა“ კვების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერია.  ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აქ დასაქმებული ადამიანები. ამიტომ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, თითოეულ თანამშრომელს სუპერმარკეტების ქსელის, „სს ნიკორა ტრეიდის“ აქციები საჩუქრად გადაეცა“, - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.        

„ნიკორა“, ასევე, მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესთავაზოს კომპანიის აქციონერობა.

„ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ოჯახშია წარმოდგენილი. 2017 წელს „ნიკორა სუპერმარკეტის“ მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა. გვსურს, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად გახდნენ  კომპანიის ნაწილი. ამიტომ აქციით დაინტერესებული  პირების საჯარო შეთავაზებისთვის, კანონით დადგენილი წესით, მომზადდა ემისიის პროსპექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა 2017 წლის 17 ოქტომბრის #114 განკარგულებით,“ – განმარტა  ირაკლი ბოქოლიშვილმა.

აქციების შეძენით დაინტერსებულმა პირმა უნდა მიმართოს კომპანიის ადმინისტრაციას. შეთავაზების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე. შეთავაზების პირობები, სრულყოფილი ინფორმაცია ემიტენტის (სს „ნიკორა ტრეიდი) შესახებ გაწერილია ემისიის პროსპექტში, რომელიც სს „ნიკორას“  ვებგვერდზეა (www.nikora.ge) ხელმისაწვდომი. 

 „ნიკორა“ წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს.  კომპანიას  მსგავსი გამოცდილება ჰქონდა წარსულშიც. ჯერ კიდევ  2016/17 წლებში,  როგორც „ნიკორა ტრეიდმა“, ისე „ნიკორამ“  წარმატებით განახორციელეს შესაბამისად 5 და 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კუპონური ობლიგაციების გამოშვება, რაც ერთმნიშვნელოვნად „ნიკორასადმი“  დიდი ნდობის დასტურია.„ჩვეულებრივი აქციების გამოშვება საშუალებას მოგვცემს,  ფინანსურად უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმართ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,  - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.  

ცნობისთვის:  "ნიკორა“ 1998 წელს  დაფუძნდა და მე-20 წელია, კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად,  ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ფრეშ სალათების საწარმოებია გაერთიანებული. ჰოლდინგი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. „ნიკორა“ ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001:2008; ISO22000:2005 - HACCP სერტიფიკატებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები