0 9 : 3 5
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

10 იანვარი, 2018 - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ბანკის სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო  ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ. მემორანდუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია  საქართველოს ბანკის ინკასაციას 2013 წლიდან  ახორციელებს.

 დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ, დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.  დაცვის პოლიცია  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით,  მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, ხოლო დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები რისკების პრევენციის შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით ეფექტურად უზრუნველყოფენ დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:58

    ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთ...

    კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერ...

  • 10:42

    ექიმებს საახალწლო მოლხენა, სამსახურის დაკარგვის ფ...

      მოსკოვის ერთ–ერთი  რეგიონული დისპანსერის ექიმებს,  საახალწლო სუფრა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. საქმე იმაშია, რომ მედიკოსებმა მოლხენა იმ დროს მოინდომეს, როცა საავადმყოფოს ...

  • 11:46

    "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" - რეკლამა, რომ...

        შვევდური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც ზედა, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.&nbs...

  • 11:03

    პრინცესა შარლოტა ბაღში წავიდა, ქეითმა კი მისი ფოტ...

      კემბრიჯის ჰერცოგების უილიამისა და ქეითის ქალიშვილი შარლოტა საბავშო ბაღში წავიდა.ფოტოები სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა, 2 წლის წევრს დედამ კინსინგტონის სასახლის კიბეზე გადაუღო და ინტერნეტში ...

  • 10:44

    საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა...

     საჰარის უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა თოვლი. როგორც Daily Mail-ი წერს, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე თოვლით არის ასევე დაფარული ქალაქი, სადაც უდაბნო მდებარობს  აღსანიშნავი...

  • 14:52

    რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი...

       თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, ...

  • 18:06

    "სპელაკიო" ანუ საცოდავი – ვენეციის მთავარ მოედან...

      ვენეციის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საქმე იმაშია,20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთ...