1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მოვიდეს მთავრობა და ერთად ამოგვწვან" - პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან

ჩამოტვირთვა

პანკისში თემრილან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან. ხეობაში სპეცრაზმელების დასჯას ითხოვენ. მაჩალიკაშვილების ახლობლები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდას ხელყუმბარა არ ჰქონია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

სოფელ დუისის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლეს.

„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი, მაინც წაგვიკიდა ცეცხლი. ერთად ამოგვწვან. გომელაურს გადაეცით. რა გამიკეთეს, როგორ გამიქრეს ბავშვი,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები