2 2 : 5 9
 | 

მსოფლიო

„როგორ განვახორციელოთ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში“

ადიზესის ინსტიტუტის კონსულტანტის რეკომენდაციები ქართველ მენეჯერებს

 

თბილისში ადიზესის ინსტიტუტის ორგანიზებით სემინარი გაიმართა თემაზე „როგორ განვახორციელოთ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში”. სემინარს  ადიზესის ინსტიტუტის წამყვანი სერტიფიცირებული კონსულტანტი სტანისლავ კრაუზე  უძღვებოდა. საკონსულტაციო კომპანია  „ჯეპრამ“  კომპანიების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც სურთ ცვლილებები და ტრანსფორმაციის პროცესის მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელება, მისცა შესაძლებლობა დასწრებოდნენ სემინარს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია თუ როგორ მოახდინონ  ეფექტური ცვლილებები კომპანიაში და  შეძლონ მათი მართვა.

ერთიანი მმართველობითი ტერმინოლოგიის დანერგვა, სხვადასხვა რგოლის მენეჯერების მართვის სტილის განსაზღვრა (PAEI), მძლავრი პოზიტიური ენერგიის შექმნა კომპანიაში ცვლილებების განსახორციელებლად და ტრანსფორმაციის პროცესის მართვა, ტრანსფორმაციის პროცესის გაძღოლა, ურთიერთსინერგიული გარემოს ჩამოყალიბება კომპანიაში და მის გარეთ - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელიც ყველა დონის მენეჯერისა თუ ბიზნესის მეპატრონის წინაშე დგას.

სემინარზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ თეორიული ცოდნა გაეღრმავებინათპრაქტიკული მაგალითების თანხლებით, მოეხდინათ მათთვის საჭირბოროტო საკითხების დიაგნოსტიკა  და მოეძებნათ კონკრეტული გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან. როგორც აღმოჩნდა  აქტუალურია ეს პრობლემები საქართველოში, სადაც ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის შეფერხებას ობიექტურთან ერთად, ბევრი სუბიექტური ფაქტორი იწვევს.

"ზოგადად ცვლილება პოზიტიური ცნებააის დაკავშირებულია წინსვლასთან, მოძრაობასთან, ინოვაციასთან, წარმატებასთან. თუმცა, იმისათვის რომ ორგანიზაციაში ცვლილების შედეგი ნამდვილად გახდეს წინსვლა და წარმატება, ცვლილებების პროცესს სჭირდება მართვა,” - ითქვა სემინარზე.

აღსანიშნავია,  რომ ადიზესის მეთოდოლოგია უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ აქცენტი კეთდება ფასეულობასა და მისიაზე, პროფესიონალ ადამიანებზე, მათ როლსა და ხედვაზე. 

„ჩვენ დღეს ქართველ ბიზნესმენებსა და კომპანიის მენეჯერებს გავაცანით კომპანიაში სწრაფი ცვლილებების განხორციელების მექანიზმები. რაც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძლიან ბევრი ცვლილება ხდება. ამიტომ ჩვენი პირველი მიზანია კომპანიის მენეჯმენტი მზად  იყოს ამ ცვლილებებისთვის. მეორე მიზანი კი, რასაც ჩვენი სემინარი ემსახურება  არის კომპანიების დამფუძნებლების მხრიდან პროფესიონალურ მენეჯმენტზე უფლება-მოსილების გადაცემა. მესამე ეს არის კომპანიის სასიცოცხლო ცკლის კარგად გაცნობა იმისათვის, რომ ბიზნემენმა თითოეულ ეტპაზე მისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორად განახორციელოს,“ - აღნიშნა ადიზესის ინსტიტუტის კონსულტანტმა სტანისლავ კრაუზე

„ცვლილებების მართვა მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომაპნიისთვის, ის უნდა იყოს დაგეგმილი და კარგად გააზრებული. ამიტომაც მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცვლილებების ცვლადების ადრეულ ეტაპზე განსაზღვრას და სტრატეგიული მიმართულებების სტრუქტურირებულად დანახვას, ახალი შესაძლებლობების წარმოქმნისთვისსემინარის დამსწრეებს მიეცა შესაძლებლობა შეჰქმნოდათ დეტალური წარმოდგენა, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ ცვლილებები საკუთარ კომპანიებში,“ - სემინარის მნიშვნელობაზე საუბრობს  საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თამარ მაჭავარიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:58

    ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთ...

    კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერ...

  • 10:42

    ექიმებს საახალწლო მოლხენა, სამსახურის დაკარგვის ფ...

      მოსკოვის ერთ–ერთი  რეგიონული დისპანსერის ექიმებს,  საახალწლო სუფრა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. საქმე იმაშია, რომ მედიკოსებმა მოლხენა იმ დროს მოინდომეს, როცა საავადმყოფოს ...

  • 11:46

    "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" - რეკლამა, რომ...

        შვევდური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც ზედა, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.&nbs...

  • 11:03

    პრინცესა შარლოტა ბაღში წავიდა, ქეითმა კი მისი ფოტ...

      კემბრიჯის ჰერცოგების უილიამისა და ქეითის ქალიშვილი შარლოტა საბავშო ბაღში წავიდა.ფოტოები სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა, 2 წლის წევრს დედამ კინსინგტონის სასახლის კიბეზე გადაუღო და ინტერნეტში ...

  • 10:44

    საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა...

     საჰარის უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა თოვლი. როგორც Daily Mail-ი წერს, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე თოვლით არის ასევე დაფარული ქალაქი, სადაც უდაბნო მდებარობს  აღსანიშნავი...

  • 14:52

    რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი...

       თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, ...

  • 18:06

    "სპელაკიო" ანუ საცოდავი – ვენეციის მთავარ მოედან...

      ვენეციის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საქმე იმაშია,20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთ...