0 9 : 2 4
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკმა კამპანია “აღადგინეს“ ფარგლებში 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა

ახალი 2018 წელი პაშა ბანკმა კვლავ გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა თავის კლიენტებს და პარტნიორებს. მათ სახელზე ბანკმა კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღდგენას.


“2017 წელს პაშა ბანკი საკმაოდ აქტიურად ერთვებოდა გარემოსდაცვით პროექტებში. გასული ახალი წელიც ჩვენს კლიენტებს და პარტნიორებს გამორჩეულად მივულოცეთ, მათ სახელზე ბორჯომის ტყის აღსადგენად 2017 ძირი ქართული ფიჭვი დავრგეთ. ამ საჩუქარს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ წელსაც შევინარჩუნეთ იგივე მიმართულება და კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დავაფინანსეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები კმაყოფილი დარჩებიან ამ საჩუქრით.“ - თქვა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.

 

2017 წელს პაშა ბანკის მიერ განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებს შორის არის:

 

-          ბორჯომის ტყის აღსადგენად ინიცირებული კამპანია, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად, საიდანაც თითო შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი გადაირიცხება „აღადგინეს“ ანგარიშზე; აღსანიშნავია, რომ კამპანიაში უკვე ჩაერთო 100 კომპანია და შეგროვდა 14 ტონა მაკულატურა;

-          აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1,000 ძირი ქართული და იმერული მუხის დარგვა. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;

-          პროექტი „აღადგინეს“ ფარგლებში დამატებით 500 ძირი ხის დარგვა ბორჯომის ტყის აღსადგენად, რასაც წინ უძღოდა 2017 ძირი ხის დარგვა 2008 წელს დამწვარი ტყის აღსადგენად;

-          როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის მიერ ინიცირებული ეკო-პროექტის მხარდაჭერა სოფელ კონდოლში, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;

-          1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში თბილისის ათი სკოლისთვის ქართული სოჭის ნერგების საჩუქრად გადაცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:58

    ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთ...

    კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერ...

  • 10:42

    ექიმებს საახალწლო მოლხენა, სამსახურის დაკარგვის ფ...

      მოსკოვის ერთ–ერთი  რეგიონული დისპანსერის ექიმებს,  საახალწლო სუფრა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. საქმე იმაშია, რომ მედიკოსებმა მოლხენა იმ დროს მოინდომეს, როცა საავადმყოფოს ...

  • 11:46

    "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" - რეკლამა, რომ...

        შვევდური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც ზედა, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.&nbs...

  • 11:03

    პრინცესა შარლოტა ბაღში წავიდა, ქეითმა კი მისი ფოტ...

      კემბრიჯის ჰერცოგების უილიამისა და ქეითის ქალიშვილი შარლოტა საბავშო ბაღში წავიდა.ფოტოები სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა, 2 წლის წევრს დედამ კინსინგტონის სასახლის კიბეზე გადაუღო და ინტერნეტში ...

  • 10:44

    საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა...

     საჰარის უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა თოვლი. როგორც Daily Mail-ი წერს, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე თოვლით არის ასევე დაფარული ქალაქი, სადაც უდაბნო მდებარობს  აღსანიშნავი...

  • 14:52

    რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი...

       თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, ...

  • 18:06

    "სპელაკიო" ანუ საცოდავი – ვენეციის მთავარ მოედან...

      ვენეციის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საქმე იმაშია,20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთ...